აგროდაზღვევის პროგრამა ნერგებზეც, მათ შორის ვაზზეც გავრცელდება — გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აგროდაზღვევის პროგრამა არა მხოლოდ მიღებული მოსავლის რისკს დაფარავს, არამედ ნერგებზეც, მათ შორის ვაზზეც გავრცელდება.
"გარდა იმისა, რომ ჩვენს ფერმერები ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მთავარი ისაა, რომ ეს [აგროდაზღვევის] პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკს. ბევრ ჩვენს ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ნერგები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები", — განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, პროგრამა შეეხება ვაზსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახალი კომპონენტი დროში შეზღუდული არ არის და ყველა რეგიონში იმუშავებს, ამასთან, სახელმწიფო, ფაქტობრივად, 100-ვე პროცენტით აანაზღაურებს ახალი ნერგების შეძენას.
დავითაშვილის განცხადების თანახმად, განსაკუთრებული მოქნილობა ეძლევათ ფერმერებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ რომ ესა თუ ის კულტურა ჩაანაცვლონ სხვა კულტურით.
"მათ ეძლევათ საშუალება, რომ ახალი კულტურის ბაღები გააშენონ. სახელმწიფო სრულად დაფარავს ნერგის ღირებულებას, ეს ეხება როგორც მრავალწლიან, ისე ვენახებს ყველა მიმართულებით, გარდა რქაწითელისა", — თქვა მან.
მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში სახელმწიფოს უწევს რქაწითელის ინტენსიური სუბსიდირება, ვინაიდან ბაზარზე ის ჭარბად იწარმოება.
"საშუალება ეძლევათ ფერმერებს, რომ ამ კულტურის სხვა ჯიშების ჩანაცვლება მოახდინონ, რომელიც უფრო მეტად შეიძლება კომერციულად საინტერესო იყოს, მეტი ღირებულება ჰქონდეს", — აცხადებს დავითაშვილი.
მისივე თქმით, მაქსიმალური ფართობი, რასაც სახელმწიფო დაფარავს, 50 ჰექტარი იქნება.
რაც შეეხება პროგრამის ბენეფიციარებს, ეს შეეხება ყველას, ვისაც მოსავალი ან ნერგები 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაუზარალდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები