ლელოს ლიდერები სამართლებრივი სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ლელოს ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის 6 ივლისს მოკლულ თორნიკე მერებაშვილის გამოუძიებელ საქმეზე ისაუბრეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ. ლელოს თქმით, მერებაშვილის რეალური მკვლელი თავისუფალია, ხოლო სასჯელს ის ადამიანი იხდის, რომლის ბრალეულობაც არ დასტურდება.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს — იმ სისტემის, რომელიც უნდა შეიცვალოს და გამოუძიებელი საქმეები ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას.
"იმის ნაცვლად, რომ თორნიკეს მკვლელობის საქმე გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისმგებლობაში მიეცნენ, გამოძიება დაკავებულია საქმის გაყალბებით. ეს საქმე სხვა საქმეებისგან განსხვავდება იმითაც, რომ არ მტკიცდება იმ ადამიანის დანაშაული, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ციხეში ზის, ნამდვილი მკვლელი კი დღემდე დაუსჯელია. სახელმწიფოს მხრიდან არასწორად ჩატარებული გამოძიების გამო მშობლები ვერ იღებენ სამართალს. ეს არის წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. მერებაშვილის საქმეში ყველა დეტალი მოწმობს იმაზე, რომ არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დაადგენდა სიმართლეს. 'შეკერეს' საქმე და მშობლებს და საზოგადოებას აჩეჩებენ სიცრუეს. მერებაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ერთი და იგივე ადამიანია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქმის გამყალბებელ ადამიანებს სისტემა აწინაურებს და უფრთხილდება, ეს პროკურორი არის ნანა გუგუტიშვილი", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
"უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, რომელიც თორნიკე მერებაშვილის საქმეში ფიგურირებს, გამოძიება მიდის არასწორი გზით, საქმეს შეგნებულად აყალბებენ", — ამის შესახებ ბრიფინგზე ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
"ნაცვლად იმისა, რომ თორნიკე მერებაშვილის საქმე გამოეძიებინათ, რეალური ფაქტები დამალეს, სიყალბის მცდელობით, მშობლებს სამართლის მიღების საშუალებას არ აძლევენ და მათი შვილის მკვლელს არ იჭერენ. მე მაქვს სამხარაულის ორი დასკვნა, რომელიც 2018-2019 წლებში გაიცა. ორივე დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სამხარაულის დასკვნას უარყოფს. ოჯახმა და მათმა ადვოკატმა არაერთი საჩივარი დაწერეს, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაღუპულის მშობლებს უთხრა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მათი პირადი კონტროლი კი საქმის ერთპიროვნულად გაყალბებას ნიშნავს", — განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე, 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები