სოფო შამანიდი — გახარია ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვებას სთავაზობს
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სოფო შამანიდი ეხმაურება. შამანიდი გიორგი გახარიას ქვეყნის მმართველი იმ ოლიგარქის ხაზის გამგრძელებელს უწოდებს, რომელმაც მოსახლეობას იაფი ავიაბილეთები შესთავაზა ქვეყნიდან წასასვლელად.
შამანიდის თქმით, გახარიამ ხაზგასმით დააანონსა, რომ, როდესაც ახალგაზრდები ქვეყნიდან გავლენ, მათ უნდა შეძლონ და სხვა ქვეყნაში კონკურენტუნარიანები გახდნენ, მაშინ როცა სახელმწიფო მომავალ თაობას საკუთარ ქვეყანაში სრულფასოვნად საცხოვრებლად ყველა პირობას უნდა უქმნიდეს.
"საქართველოს ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 'როდესაც ჩვენი შვილები ქვეყანას დატოვებენ, უნდა შეძლონ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურირება'. არის თუ არა ეს წამოცდენა? ან იქნებ ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გაგრძელება, რომელიც იაფ ავიაბილეთებს დაგვპირდა, თუკი ქვეყნიდან წავალთ? იმის მაგივრად, რომ პრემიერი და მთავრობა ზრუნავდნენ იმაზე, რომ საქართველოდან წასულ ჩვენს შვილებს ისეთი გარემო შეუქმნან ქვეყანაში, რომ უკან დაბრუნდნენ, იმის მაგივრად, რომ ქმნიდეს სამუშაო ადგილებს და ახალგაზრდებს ღირსეულ დასაქმებას სთავაზობდეს ქვეყნის შიგნით, 'ზრუნავს' იმაზე, რომ მილიონობით ქართველი ემიგრანტის რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს", — აცხადებს შამანიდი.
სოფო შამანიდის თქმით, ამ მთავრობას არ აქვს უნარი, მისცეს ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება, შექმნას სამუშაო ადგილები, აღმოფხვრას სიღარიბე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლისკენ უბიძგებს. მისი აზრით, საქმე ისაა, რომ ოლიგარქს არ სჭირდება ამდენი ხალხი საქართველოში, რადგან ნაკლები ადამიანი ნაკლებ პრობლემას ნიშნავს და ოლიგარქს სწორედ იმდენი ადამიანი სჭირდება, რამდენიც მას მოემსახურება.
"ამ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ჩვენი არჩევანია, სად ვიცხოვრებთ, სად ვიმუშავებთ, სად გავზრდით ჩვენს შვილებს. ჩვენი არჩევანია საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა, საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება და საკუთარი ქვეყნისთვის ღირსეული შვილების აღზრდა. ამისთვის კი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაა საჭირო!
ბელორუსი ხალხი დღეს ავტორიტარს ემშვიდობება. ქართველი ხალხი ოქტომბერში ოლიგარქს დაემშვიდობება! პ.ს. ძვირფასო პრემიერო, თქვენი წყალობით, 1 ოქტომბრამდე მაინც ვერსად წავლენ ჩვენი შვილები", — განაცხადა სოფო შამანიდმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები