ბაქრაძემ შუახევის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა
დღეს, ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, აჭარაში, შუახევის მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.
ადგილობრივებთან საუბრისას, დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. მისი თქმით, მოსახლეობა ვერ ახერხებს თურქეთში სამუშაოდ გადასვლას, რის გამოც კიდევ უფრო უარსედება მათი ეკონომიკური მდგომარეობა.
"იმ უმუშვერობისა და სიღარიბის ფონზე, რომელიც საქართველოშია, შუახევშიც და მთელ აჭარაშიც ადამიანების დასაქმებისა და შემოსავლის შოვნის მთავარი საშუალება იყო სეზონურ სამუშაოებზე, თურქეტში წასვლა. ეს პერსპექტივა ეხლა ადამიანებს დაეკეტათ, გასაგებია და ყველას გვესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად პანდემიასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულიად გაუგებარია მთავრობის მხრიდან ცნობისა და საბუთის მოთხოვნა. თუ არის პანდემია და არ შეიძლება ადამიანების წასვლა, არ შეიძლება არც ცნობით და არც მის გარეშე. ცნობა ვერ აჩერებს გრიპს, ამიტომ პრობლემა არის არა გრიპში, არამედ მთავრობის დამოკიდებულებაში საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც აბსოლიტურად ბიუროკრატიულად, საბუთებზე და ცნობებზე დაყრდნოით, ადამიანებს აკარგვინებს შემოსავლის ერთადერთ საშუალებას. ამიტომ, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის მძიმე, მაშინ უნდა ჩაიკეტოს მთლიანად, მაგრამ თუ შესაძლებელია, რომ დამსაქმებლის, თურქი დამსაქმებლის ცნობით ადამიანი წავიდეს და ესეიგი, გრიპი არ არის საშიში, მაშინ ამის საშუალება უნდა მიეცეს ყველას და მთავრობამ არ უნდა დაუმძიმოს ხალხს, ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება. აი ასეთი საკითხები არის ძალიან ბევრი დაგროვილი, ყველაფერი ეს აწუხებთ ადამიანებს, ყველაფერი ეს ურტყავს მათი ოჯახების კეთილდღეობას და უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება, უპერსპექტივობა არის ის მთავარი პრობლემები, რომლების მოგვარებასაც ელოდება ხალხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ
"ვიმყოფებოდით შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩვენ შევხვდით ადგილობრივებს და გავეცანით მათ პრობლემებს, გარკვეულწილად ვიცით ის პრობლემები, თუ რასთან გვაქვს საქმე. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ მოსახლეობას ვთავაზობთ განსხვავებულ ხედვას პოლიტიკაში, განსხვავებულ მიდგომას, რადგან ჩვენ არამარტო სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ვთავაზობთ მოსახლეობას, არამედ წარმომადგენლობითი ორგანოების აქტიურ ჩართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი წინამორბედი დეპუტატები არასდროს არ გამოსულან პარლამენტში და არ უთქვამთ თუ რა პრობლემების წინაშე იდგა ეს მოსახლეობა. ზოგადად, მისი წარმომადგენლობა არ ჩანს, ამ ხეობას და აჭარას აკლია პოლიტიკური ლიდერი და მე ვფიქრობ, რომ პირველი რასაც ვთავაზობთ ამ მოსახლეობას არის ის, რომ მათ პრობლემებს გავიტანტ პარლამენტში და ისევე როგორც ყოფითი პრობლემები, ასევე მორალური პრობლემები, რომლებიც აქვს ამ მოსახლეობას, იქნება გატანილი საქართველოს პარლამენტში. ასევე საგულისხმოა აჭარაში გადმოსახლებული ეკომიგრანტების პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევეცდებით რომ მათი პრობლემებითაც დავკავდეთ", - ამბობს ტარიელ ნაკაიძე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები