შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შეუძლოდ გახდა, სხდომა დროებით შეჩერდა
ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასამართლო სხდომა დროებით შეჩერდა. ამის შესახებ, მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს ადვოკატებმა აცნობეს.
"მოგეხსენებათ, ზ.ხ. დღეს მეოთხე დღეა შიმშილობს, როგორც ჩანს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მან განგვიცხადა, რომ აქვს თავბრუსხვევა და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. გამოძახებული იქნა სასწრაფო, გაეწევა მას პირველადი დახმარება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეწტილებს, შეძლებს თუ ვერ შეძლებს ამ პროცესში მონაწილეობის გაგრძელებას. შესაბამისად, ჩვენც დაველოდებით ექიმების რეკომენდაციას, რას გვეტყვიან. ზ.ხ.-ს სურს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს პროცესი გაგრძელდება", — განაცხადა ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ პროცესი ისევ განახლდა და ამ წუთებში მიმდინარეობს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს, 21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, საქმის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დავით ყაზარაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჯურნალისტებს დაუდასტურა, რომ დღეს მათ მოწმეებად აგარაკზე მყოფი პირები ეყოლებათ.
20 აგვისტოს, არსებითი სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში, 21, 24 და 25 აგვისტოს ჩაინიშნა. ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ.-ს ადვოკატმა ეს შეაფასა, როგორც გადაწყვეტილება, სადაც "არცერთი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული არ არის".
ადვოკატის თქმით, უკვე სამი არასრულწლოვანი შიმშილობს: ზ.ხ., ლ.შ. და ა.ქ. გელხაურის განცხადებითვე, ზ.ხ-სა და ლ..შ-ს კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მას სჯერა ამას არავინ გააკეთებდა.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც.-ს; ლ.შ.-ს; ნ.ქ.-ს და გ.მ.-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები