საჭიროა მათთვის შემოსვლის გამარტივება — კაპანაძის თქმით, მთავრობას ცდილობს, არჩევნებზე ცოტა დამკვირვებელი იყოს
ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებზე იყოს მცირე. კაპანაძის თქმით, საერთაშორისო დამკვირებლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რათა არჩევნები ოყოს აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ამიტომ მთავრობას მოუწოდებს, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.
"ჩვენ წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკა არის, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვებელს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, რომ დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. მთავრობა იმალება კორონავირუსის პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა იქნება მცირე", — განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, მთავრობამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა
საერთაშორისო დამკვირვებლებს შეფერხება არ შეექმნათ.
"პირველი, უზრუნველყონ, რომ ეს დამკვირვებლები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, იქნება ეს ეუთო, ევროსაბჭო, ევროსაპარლამენტო ასამბლეა თუ ამერიკული ორგანიზაციები, შემოვიდნენ საქართველოში შეფერხების გარეშე. იგულისხმება დამკვირვებლებისათვის სავალდებულო კარანტინის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება.
მეორე, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს შეუქმნის დაზღვევას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუკი რომელიმე მათგანი დაავადდება, ხარჯები მთავრობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე", — აცხადებს კაპანაძე.
ის აღნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან მხოლოდ ფორმალურად წერილის გაგზავნა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მოთხოვნა არ არის საკმარისი და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
"თქვენ უკვე კარგად ხედავთ, თუ რა დაიწყო ხელისუფლებამ, ანუ მან უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება, დაიწყო დაშინებისა და მუქარის პატარა ნაბიჯების გადადგმა და როგორც ჩანს აპირებს, რომ ეს ტემპი კიდევ უფრო გააძლიეროს არჩევნების წინ და ბუნებრივია რაც უფრო ნაკლები დამკვირვებელი იქნება, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაცია აღნუსხავს დარღვევებს, მით უკეთესია", — განაცხადა კაპანაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები