ინგლისის სანაპიროზე ადამიანების ჯაჭვმა კაცი დახრჩობისგან იხსნა
ფოტო: BNPS
ინგლისში, დერდლ-დორის ბუნებრივი თაღის მახლობლად, თვითმხილველებმა აღწერეს ის მომენტი, როცა ზღვაში დახრჩობის საფრთხის ქვეშ მყოფი კაცის გადასარჩენად სანაპიროზე ხალხმა ადამიანების "ჯაჭვი" შექმნა.
ინციდენტი ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, მოხდა, როცა იურული სანაპიროს პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობის მახლობლად დიდი ტალღები მოეხეთქა.
ზღვაში მოცურავეს ტალღები სანაპიროზე გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. თავდაპირველად სანაპიროზე მყოფი ხალხი დარწმუნებული არ იყო, ის უბრალოდ ხელს იქნევდა თუ გასაჭირში იყო. როცა დარწმუნდნენ, რომ კაცს დახმარება სჭირდებოდა, სანაპიროზე მყოფებმა ადამიანების ჯაჭვი შექმნეს მის გადასარჩენად.
ჯენი ბელმა, რომელიც იმ ადგილას ოჯახთან ერთად ისვენებდა, თქვა, რომ ის ტალღების სიდიდემ და სიძლიერემ სანაპიროზე მოსვლისთანავე შეაშფოთა.
"ერთი კაცი შევიდა და გაცურა. ის წყალქვეშა დინებამ სანაპიროდან შორს წაიყვანა, თუმცა გარკვეული ძალისხმევის ფასად მან მოახერხა უკან გამოცურვა. ცოტა ხნის შემდეგ წყალში კიდევ ერთი ადამიანი შევნიშნე და მალევე ჩემთვის და სანაპიროზე მყოფი სხვა ხალხისთვის აშკარა გახდა, რომ ის ნაპირზე გამოცურვას ვერ ახერხებდა. მას წყალქვეშა დინება მიათრევდა. ბოლოს ყველანი ფეხზე ვიდექით და ვუყურებდით, რა ხდებოდა. ნაპირიდან ერთი კაცი უხმობდა, მაგრამ მოცურავე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ბოლოს უკვე პლაჟზე ადამიანთა ჯგუფი დავინახეთ, რომელიც ზღვაში მყოფს უყვიროდა, განსაზღვრულ ტალღებზე გაეცურა, რისი წყალობითაც მან ცოტა უფრო ახლოს მოახერხა მოსვლა, მაგრამ წყლიდან მაინც ვერ ამოდიოდა. მერე ბევრმა ადამიანმა ხელები ჩასჭიდა ერთმანეთს და წყალში შემავალი ადამიანების ჯაჭვი შეიქმნა", — თქვა ჯენი ბელმა.
პლაჟზე თვითმხილველებს შორის ემილი ფუტიც იყო, რომელმაც მომხდარზე კომენტარი გააკეთა.
"იმის გამო, რომ ზღვა ასეთი ძლიერი იყო, ის, პირდაპირი გაგებით, მათ ეხეთქებოდა და ორი თუ სამი ადამიანი მჭიდროდ იყო ერთმანეთს ჩაჭიდებული. ზღვაში სამაშველო დაფა და საცურაო ჟილეტი გადააგდეს... თუმცა წყალმა ორივე უკან გამოისროლა. ერთი ტიპი პირდაპირ შეხტა ზღვაში, მაგრამ მოცურავეს მაინც ვერ მიუახლოვდა, რადგან ტალღები ძალიან ძლიერი იყო. მეგონა, მარადისობამ ჩაიარა, სანამ მოცურავე ნაპირს მოუახლოვდა და ხალხმა მისი პლაჟზე ამოთრევა მოახერხა", — თქვა ემილი ფუტმა.
Lulworth Coastguard-ის სამაშველო სამსახურის თქმით, პირველი დაზარალებულიც და ერთ-ერთი მაშველიც წყალში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.
"დიდი ტალღებისა და გაზაფხულის მიქცევა-მოქცევის გამო ჩვენ ზღვაში ცურვასა და სერფინგს მკაცრად არ ვუწევთ რეკომენდაციას, განსაკუთრებით ისეთ ღია პლაჟებზე, როგორიც დერდლ-დორია. წყლის უკუდინება ძალიან ძლიერია და ის უპრობლემოდ გამოგაცლით მიწას ფექვეშ. თუკი ნაპირზე ვინმე გასაჭირში მყოფს დაინახავთ, დარეკეთ 999-ზე და სამაშველო სამსახური ითხოვეთ", — ამბობს სამაშველო სამსახური.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები