შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაცვის მხარის წაყენებული არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 11-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დარჩა.
პროკურორი, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის ადვოკატების მიერ დაფიქსირებული პოზიციები რაიმე ახლადგამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ ყოფილა გაკეთებული, შესაბამისად სასამართლომ ძალაში დატოვა თავისივე გადაწყვეტილება.
რაც შეეხება, დაცვის მხარის მიერ წაყენებულ მეორე მოთხოვნას მოსამართლე კულუაშვილის აცილების თობაზე, პროკურორის თქმით, არგუმენტაციის არარსებობის გამო არც ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
"ფაქტობრივად ყველა მოსამართლის წინაშე დაცვის კონკრეტული წარმომადგენელი აყენებს აცილების შუამდგომლობას. ყველა პროცესზე მოვისმინეთ ასეთი შუამდგომლობები, თუმცა ყველა ეს შუამდგომლობა მსგავსი იყო, ვინაიდან არცერთი არ იყო დასაბუთებული კონკრეტულ არგუმენტებზე და ზოგადად აბსტრაქტულ გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ მოსამართლეს არ უნდა მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა", — აცხადებს პროკურორი.
არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მოსამართლე კულუაშვილის აცილების შესახებ არსებობდა საპროცესო საფუძველი, რისი დაკმაყოფილებაც უფრო მეტ ნდობასა და ლეგიტიმაციას მიანიჭებდა სასამართლოს.
"მან თვითონაც დაადასტურა, რომ 12 აგვისტოდან არის აღნიშნულ სასამართლოში მოვლენილი იმის გამო, რომ თითქოს სასამართლოს უჭირს საქმეების განხილვა, თუმცა ეს ამ პერიოდში არ წარმოშობილა და პირიქით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არა სისხლის სამართლის კოლეგიას, არამედ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უჭირს და შესაბამისად ეს მოსამართლე იყო სწორედ იმიტომ მოვლენილი, რომ განიხილოს მათ შორის აღნიშნული საკითხები. შესაბამისად, ეს ეჭვს აჩენდა და ყოველგვარი ეჭვი მის ობიექტურობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით იძლევა აცილების საფუძველს", — აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი.
შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ბრალდებულებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, გიგა ტატიაშვილს, თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, საბა ჩხარტიშვილს, ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები