საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
ფოტო: თბილისის მერია
დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობამ 801 302 000 ლარი შეადგინა.
თბილისის მერიის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა, რაზეც ჯამში პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მერია აცხადებს, რომ ახალი ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, აღდგენაში და მოვლა-შეკეთებისთვის წინა წელთან შედარებით, 6,8 მლნ ლარზე მეტს ანუ 85,5 მლნ-ს დახარჯავს.
განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში მერია გეგმავს, რომ წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტი დახარჯოს, რაც მოიცავს იმას, რომ მათი განცხადებით, დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი.
2017 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2 019 000 ლარი განისაზღვრა. მერია აცხადებს, რომ მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მერიის ბიუჯეტის პროექტში 1,9 მლნ ლარით გაზარდეს ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.
მერია აცხადებს, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებულია ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაცია, მათ შორის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, პუშკინის #19 და ყავლაშვილის #5-#7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ფიროსმანის ქუჩაზე სამი სახლისა და წინამძღვრიშვილზე #11 და #39 სახლების რეაბილიტაცია.
2017 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტია მხიედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად, ჩაერიცხებათ არაუმეტეს 20 ლარისა მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად.
რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებსა და დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებას, თბილისის მერია აცხადებს, რომ ამისათვის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 2,3 მლნ ლარია განსაზღვრული.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები