NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ მიიღოს
ფოტო: Forbes
საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს მაუწყებლობის კანონში შესატანი ცვლილებები, რადგან მიაჩნიათ, რომ შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებისა და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი. ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში ისინი არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების ჩართულობას ითხოვენ.
აღნიშნული ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561 და 562 მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
"ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი ("სოციალიზაციის ხელშეწყობა", "შეუფერებელი პროგრამა", "შეურაცხმყოფელი ლექსიკა" და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია", — აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე შეფასებით, შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ შეზღუდვა ბუნდოვანია და მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.
"გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა", — განმარტავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, აგრეთვე, "დაბრუნდა" სექსუალური კავშირის ცნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ამოიღეს, როგორც დისკრიმინაციული ტერმინი.
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები თანხვედრაში არ მოდის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, ვინაიდან, კონვენციის მიხედვით, მე-13 მუხლი ინფორმაციის მიღების უფლებას ითვალისწინებს, ხოლო მე-17 მუხლით აღიარებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში კომიტეტმა არ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რომლებსაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში შესაბამისი კომპეტენცია გააჩნიათ. მათივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები და ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებთან. მის საქმიანობას წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორი.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- ფემინა;
- განათლებისა და შრომის ასოციაცია;
- სოლიდარობის ფონდი „ფემინა“;
- თანასწორობა 17;
- რეალური ხალხი და რეალური ხედვა;
- მედიაკლუბი;
- მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი).
მანამდე შემოთავაზებული ცვლილება მაუწყებლებმაც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებით სახელმწიფოს სარედაქციო კონტროლის განხორციელების სრული ბერკეტი ეძლევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები