შევქმნათ სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე — ხოშტარია
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია, ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, დღეს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, დანაშაული წახალისებული და ნებადართულია. მისი თქმით, პოლიციური დანაშაულებრივი სისტემა არის საბჭოური გადმონაშთი, რომელიც უნდა დაინგრეს.
"მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც აბსოლუტურად ყველას აწუხებს. ეს არის დაუცველობის, დანაშაულის და ძალადობის განცდა, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებს. ყოველ ჯერზე, როდესაც ტელევიზორს ვრთავთ, არ ვიცით რა საზარელი სიახლე შეგვხვდება. ეს არ არის თემა, რომლითაც პოლიტიკოსები არ უნდა სპეკულირებდნენ, თუმცა სწორედ ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, რომ ადამიანებმა იგრძნონ თავი დაცულად და დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც ჩაგრავს ადამიანს.
წარმოიდგინეთ პარლამენტის წევრი, რომელიც ქუჩაში მორბის იარაღით და ხელს კრავს მორცხვად მისულ პოლიციელს. ან წარმოიდგინეთ მარნეულის მერი, აბაზოვი, რომელიც ადამიანის ღირსების დამამცირებელ დანაშაულს სჩადის. წარმოიდგინეთ ფარცხალაძე, რომელიც ხან სარდაფში და ხან რესტორანში უსწორდება ადამიანებს. გავიხსენოთ ია კერზაია, რომელმაც ვერ გაუძლო წინასაარჩევნო ზეწოლას. გავიხსენოთ დათუნაშვილი, ღირსეული სპორტსმენი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი. გავიხსენოთ კორცხელი, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს პირდაპირ მიუგზავნეს საცემად ადამიანები", — აცხადებს ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, ყველა ამ შემთხევაში, ყველა ეს საქმე არის გაუხსნელი, გამოუძიებელი და არავინ დასჯილა იმიტომ, რომ ეს ადამიანები, მოძალადეები, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან.
მეორე სისტემური პრობლემა, ხოშტარიას აზრით, პოლიციის მხრიდან ძალადობაა, რომელიც სულ თან სდევს ჩვენ სახელმწიფოს, ყველა მთავრობის პირობებში, პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებში ცემა და წამება, მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარება. ხოშტარია ახსენებს ლუკა სირაძეს, დემურ სტურუას, პოლიციის მხრიდან ქურდებისთვის გადაცემულ მოქალაქეს, მაჩალიკაშვილის საქმეს, სარალიძის საქმეს. მისი თქმით, სარალიძის საქმეში, სადაც მთავრობას საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოქმედება მოუწია, აქაც კი არ დასაჯეს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც კერავდნენ ამ საქმეს.
"ეს არ არის უბრალოდ ტრაგიკული ცალკეული საქმეები, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა და კიარ გამოვასწორეთ, არამედ ცალკეულ შემთხვევებში გავაღრმავეთ კიდევაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ დავანგრიოთ საბჭოთა სისტემა და შევქმნათ სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის მიმართ, შევქმნათ მარლთმსაჯულების სისტემა, სადაც ყველა დაისჯება, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, მიუხედავად იმისა მაღალჩინოსანია, თუ არა. შევქმნათ სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე", — აცხადებს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარიას ვიდეო:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები