The Frame — სამსუნგი ტექნოლოგიურ ჩარჩოებს ცდება
ფოტო: სამსუნგი
უამრავი ათწლეულია, რაც ტელევიზორი პრაქტიკულად შეუცვლელი ატრიბუტი გახდა კაცობრიობისთვის. ამავე პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად იხვეწებოდა და მოდერნიზაციას განიცდიდა მისი ტექნოლოგიები. ძველი კინესკოპური ეკრანი ლედ წერტილებმა ჩაანაცვლა, ლამფური ნახევარ-გამტარები კი — ხელოვნური ინტელექტით მართულმა სილიკონის ჩიპებმა. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური მიმართულებით ხორციელდებოდა და მწარმოებლები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ტელევიზორის როგორც ინტერიერის იერსახის ატრიბუტს. ზუსტად ამ მიმართულების დახვეწა და ტელევიზორისთვის "მეორეული ფუნქციის" მინიჭება გადაწყვიტა სამსუნგმა Lifestyle-ის ხაზით, რომლის გამორჩეული წარმომადგენელია The Frame.
სამსუნგის The Frame ტელევიზორი აღჭურვილია კვანტური წერტილების ტექნოლოგიით (QLED), რომელიც გვაძლევს არნახულ 4K გამოსახულებას 100%-ით ღრმა კონტრასტითა და ფერების დინამიური სიმკვეთრით. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს მისი ტოპ ფუნქცია არ არის. Samsung-მა საერთოდ შეცვალა ტელევიზორის ცნება და ის ხელოვნების ნიმუშის დონეზე აიყვანა. გამორთული The Frame (ქართულად — "ჩარჩო") ტელევიზორი, შავი ფონის ჩვენების ნაცვლად, გამოსახავს მსოფლიო მხატვრობის და ფოტოგრაფიის ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სამსუნგის QLED ეკრანზე ორიგინალთან მიახლოებული ფერებით და კონტრასტით გადმოიცემა. სინათლის სენსორი ავტომატურად განსაზღვრავს სურათის ნათებას და ფერს ოთახის განათების შესაბამისად, ხოლო მოძრაობის სენსორი ენერგიის დაზოგვის მიზნით ავტომატურად თიშავს ეკრანს, როდესაც ოთახში არავინ არის. HDR10 Plus-ის დახმარებით კი კონტრასტის დონე მუდამ იდეალურია როგორც ბნელ, ასევე ნათელ კონდიციებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ The Frame აღჭურვილია ორმაგი LED დანათების ტექნოლოგიითა და კვანტური პროცესორით, რომლის ხელოვნური ინტელექტი ხმისა და გამოსახულების ოპტიმიზაციაში გვეხმარება.
The Frame-ის კოლექცია "ხელოვნების მაღაზიის" აპლიკაციაშია განთავსებული და სტატიის დაწერის მომენტისთვის 1300-მდე ნახატსა თუ ფოტო ნამუშევარს მოიცავს. "ხელოვნების მაღაზიის" პლატფორმის შესაქმნელად სამსუნგმა ცნობილი კურატორი და სამხატვრო კონსულტანტი ელიზ ვან მიდდელემი დაიქირავა. ზუსტად ელიზის თაოსნობით განხორციელდა აპლიკაციაში განსათავსებელი ნამუშევრების შერჩევა. აქ წარმოდგენილია შედევრები ისეთი მუზეუმებიდან, როგორებიცაა: პრადო, ლუვრი, ვან გოგის მუზეუმი, ტეიტი, ალბერტინა, ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი და სხვა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დატკბენ ისეთი მხატვრების ნამუშევრებით, როგორებიცაა: ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, ეჟენ დელაკრუა, პიტერ პაული, რუბენსი, ვინსენტ ვან გოგი და სხვა მრავალი.
არტ პლატფორმის შექმნისას ავტორებმა გაითვალისწინეს სამსუნგის გაყიდვების არეალი და ნამუშევრები მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის შეარჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ინტერიერთან თავსებადობისთვის შერჩეულია ხელოვნების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს: სხვადასხვა პეიზაჟს, ციფრულ ხელოვნებას, აბსტრაქციონიზმს, ველურ ბუნებას და სხვა.
როგორც უკვე ვახსენეთ, The Frame ტექნოლოგიისა და არტის სინთეზს წარმოადგენს, შესაბამისად, მინიმუმამდეა დაყვანილი ვიზუალური დეტალები, რომლითაც იგი შეიძლება ასოცირდებოდეს თანამედროვე ტელევიზორთან. The Frame-ს უერთდება ერთადერთი გამჭირვალე სადენი, რომელიც შესაძლებელია, მომხმარებელმა დამალოს, ხოლო საკიდი უზრუნველყოფს კედელთან დაშორების გარეშე მიმაგრებას, სრულიად იმერსიული გამოცდილების მისაღებად.
Lifestyle-ის ხაზის წარმომადგენელი The Frame ტელევიზორი საქართველოში ოთხ ფერში არის წარმოდგენილი: თეთრი, კრემისფერი, ყავისფერი და შავი. ხოლო დიაგონალი სტანდარტული 43 ინჩიდან გიგანტურ 75 ინჩამდე დიაპაზონში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ტელევიზორში გამოყენებულია სამსუნგის პორტფელში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: Dual LED ტექნოლოგია, რომელიც აძლიერებს კონტრასტულობას და უზრუნველყოფს ოპტიმალურ ფერთა ტონალობას, სცენასთან შესაბამისობაში; Adaptive Picture+ აკონტროლებს და აანალიზებს გამოსახულებას ხელოვნების ნიმუშთან შესაბამისობაში; AI Upscaling აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს 4K გამოსახულების ხარისხამდე ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით; AVA (Active Voice Amplifier) ტელევიზორი აკორექტირებს დიალოგების დონეს ლაივ რეჟიმში გარშემო ხმაურის ანალიზით; Multi View ფუნქცია კი სმარტფონიდან ან ტაბიდან სხვადასხვა ფოტო/ვიდეო გამოსახულების გაზიარებას უზრუნველყოფს.
The Frame-ს აქვს უდიდესი პოტენციალი იმისა, რომ იყოს შეუცვლელი, მაგრამ ამავე დროს ცვალებადი დეკორაცია. მისი დახმარებით Samsung მომხმარებელს სრულიად ახალი ცხოვრების სტილს სთავაზობს, რომელიც სავსეა ახალი გამოცდილებებითა და შეგრძნებებით. The Frame-ს შეუძლია, სრულიად შეცვალოს რუტინული დღეები და შემოიტანოს მათში ნამდვილი ხელოვნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები