ომბუდსმენი: შსს თამბაქოთი ვაჭრობის დარღვევებზე უმოქმედოდაა
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / on.ge
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული რეგულაციების შესრულებაზე.
სახალხო დამცველი თავის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
ომბუდსმენი ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს აღნიშნავს. მათ შორის იმას, რომ 2006 წლის 15 მაისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელიც აღიარებს, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას. იგი საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში.
ომბუდსმენის ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარების ვალდებულება აიღო. ამით ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეიქმნა სამთავრო კომისია, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესების და მისი ჩარჩო-კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
აღნიშნულის ფონზე, სახალხო დამცველი აცხადებს რომ დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შესრულდა. ომბუდსმენის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებთან:
"საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა მაქსმალურად იქნეს უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა. თვალშისაცემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების ყოველდღიური უგულებელყოფის ფაქტების მიმართაც".
სახალხო დამცველის თქმით, 2015 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული მხოლოდ ერთი დადგენილება, რომლითაც პირს არასრულწლოვნისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის გამო ადმინისტრაციული სახდელი დაედო.
ამასთან, ომბუდსმენი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს ნაწარმზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით 2014 წლიდან 4–ჯერ მოხდა გადასახადების მატება, თუმცა მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით აღიარებული ვალდებულებების ეფექტურ შესრულებად.
ომბუდსმენის რეკომენდაციიით, ხელისუფლებამ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გატარებისას პრიორიტეტად უნდა აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უზრუნველყოს ყველა პირის უფლება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და პასიური წევის მავნე ეფექტებისგან დაცულობაზე, განამტკიცოს თამბაქოს მოხმარების გავრცელების ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოების ყველა სექტორში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები