ინსპირაცია — ტანსაცმლის შოურუმი და კაფე ერთ სივრცეში განთავსდა
ფოტო: Cloud Studio
საქართველოში დაბადებული ბრენდი ინსპირაცია ტანსაცმლის შოურუმსა და სამკერვალოს წარმოადგენს. იგი უმეტესად ქალის სამოსს ქმნის, საკუთარი დიზაინითა და ხედვით. თუმცა, ზოგჯერ — მომხმარებლების სურვილითაც. ბრენდის გუნდი ბევრი ადამიანისაგან არ შედგება, თუმცა ყოველ მათგანს საკუთარი როლი აკისრია: კონსტრუქტორი, რომელიც თარგებზე მუშაობს, რის შემდეგაც მას მკერავები ასრულებენ.
ვინაიდან ბრენდი მეტწილად დისტანციურად მუშაობს და შექმნილი პროდუქციის გაციფრულება უწევს, მათ გუნდს წარმოადგენს დამოუკიდებელი ფოტოსტუდია Cloud Studio. ინსპირაციის ყველა ინოვაციისა და აქტივობის გადაღება და დაგეგმვა სწორედ მათთან ერთად ხდება., კომპანიის თქმით, ეს არის საქართველოში ერთადერთი სტუდია, რომელმაც ზუსტად იცის ინსპირაციის ხედვა და სწრაფვა, რაც ფოტოში უნდა გამოიხატებოდეს.
ფოტო: ინსპირაცია
გუნდს ინსპირაციის სიყვარული აერთიანებს. თითოეული სამოსი იქმნება სისათუთით, ერთიანი და მეგობრული გუნდი კი მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული.
ფოტო: Cloud Studio
ფოტო: Cloud Studio
ფოტო: Cloud Studio
ინსპირაციის სტილი მინიმალისტურია და სამოსი დეტალებით გამოირჩევა, რაც ინდივიდუალიზმზე მეტყველებს. ბრენდის ტანსაცმელი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ კომპანიის განცხადებით, ეს იმაზე მინიშნება კი არ არის, რომ იგი ფასეულია და განსხვავებულიც იმიტომ იქმნება, რომ ადამიანების დიფერენციაციას გაუსვას ხაზი, არამედ იმიტომ, რომ "ვიპოვოთ საკუთარი თავი და ჩვენი სტილი — შესაძლოა, ის სტილი, რომელიც აქამდე ვერ წარმოგვედგინა".
ქართველ მომხმარებელში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინსპირაციის მიერ შექმნილი მაისურები. ბრენდმა გააცოცხლა მე-19 საუკუნეში მოღვაწე პირველი ქართველი გრავიორის, გრიგოლ ტატიშვილის, ქართული ორნამენტებიანი ასოები, რომლებიც მაისურებზე დაიბეჭდა. ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული გამოცემა, დედა ენა და სხვა არაერთი წიგნი სწორედ გრიგოლ ტატიშვილის მიერ შექმნილი ქართული ორნამენტებიანი ასოებითაა გაფორმებული. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია, რომ ბრენდს თანამედროვეობაში გაეცოცხლებინა ისინი და მაისურებზე დაებეჭდა.
ქართული ბრენდი ინსპირაცია რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში მან დიდი პოპულარობა და მომხმარებლების აღიარება დაიმსახურა — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ბრენდის მომხმარებებლები ხშირად არიან ემიგრანტებიც, რომლებიც ხშირად უწევენ პოპულარიზაციას საქართველოში წარმოებულს. კომპანიის განცხადებით, ფასები ქართულ ბაზარზე ადეკვატურია, რადგან ინსპირაცია პირველ რიგში, სწორედ ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი — მასზე, ვისაც უყვარს თავისუფალი სტილი და ატარებს მნიშვნელოვან ღირებულებას — შინაგან თავისუფლებას. ამიტომ, კომპანიის თქმით, ინსპირაცია თავის მომხმარებლებს ეუბნება, რომ მათ მიერ შექმნილი სამოსით შეიგრძნონ თავისუფლება და ინსპირაცია.
ფოტო: ინსპირაცია
ინსპირაციას ხშირად დაუგეგმავს სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა: ერთი წლის განმავლობაში სტიპენდია ერიცხებოდა რეგიონში მცხოვრებ ბავშვს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი, როდესაც მარნეულის რაიონი კარანტინში მოექცა, ბრენდმა იქ მცხოვრები ქალებისათვის გადარიცხა თანხა. ეს კამპანია ორგანიზაცია საფარს ეკუთვნოდა.
თუმცა ინსპირაციის გუნდს მიაჩნია, რომ ეს მცირედია და სამომავლოდ, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდება ბრენდი, სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს განსაზღვრული. კერძოდ, საქართველოში განათლების დონის ამაღლების კუთხით, რადგან კომპანიის აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა და რაც უფრო მეტი ორგანიზაცია თუ ადამიანი იქნება ჩართული ამ მიმართულებით, მით უკეთესი გახდება ქვეყნის მომავალი.
კარანტინის პერიოდი, როგორც ალბათ უმეტესობისათვის, ინსპირაციისათვისაც რთული აღმოჩნდა. თუმცა ბრენდმა შეიცვალა შოურუმის ადგილმდებარეობა (ო. თუმანიანის 3). ამით მათ შეძლეს, შეემცირებინათ ხარჯები და მორგებოდნენ შექმნილ სიტუაციას. სამოსის შოურუმთან ერთად მათ კაფის ფუნქციაც შეითვისეს — ერთ სივრცეში, რომელიც მდებარეობს თბილისის ძველი უბნის იტალიურ ეზოში, ინსპირაციის კაფე განთავსდება, რომელიც სექტემბრის თვეში გაიხსნება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, მსგავსი ტიპის დიზაინერული გამოცდილება არ არსებობს, სადაც სამოსის შოურუმთან ერთად კაფეც იქნება განთავსებული, თუმცა უცხოეთში ხშირად შეხვდებით მსგავსი ტიპის მულტიფუნქციურ სივრცეებს.
ინსპირაციის გუნდი პანდემიის პერიოდში საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებას და გაძლიერებას, იმით ხსნის, რომ ბრენდი პირველ რიგში გათვლილია ქართველ მომხმარებელზე. ამის შემდეგ კი, მათი თქმით, უპირატესი — მომხმარებლებისა და თანამშრომლებისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიყვარულია.
ინსპირაციის საქმიანობას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ სოციალური მედიის არხებზე: ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები