ენმ პარლამენტისგან სირიაზე რუსეთის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებას ითხოვს
ფოტო: On.ge
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სირიასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტში განცხადების პროექტი წარადგინა. განცხადების ტექსტი ენმ-ის წევრმა, სერგი კაპანაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.
განცხადების თანახმად, ენმ მიიჩნევს, რომ ალეპოში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, პარლამენტმა უნდა გამოთქვას შეშფოთება უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიაში და დაგმოს რუსეთის ქმედებები.
ენმ-ის აზრით, განცხადებაში პარლამენტმა მთავრობას უნდა მოუწოდოს მიიღოს დევნილები სირიიდან და აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ალეპოსა და სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
იხილეთ დოკუმენტის ტექსტი სრულად:
საქართველოს პარლამენტის განცხადება
ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
ვინაიდან, ბოლო პერიოდში სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ, გახშირდა აღმოსავლეთ ალეპოს საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი,
ვინაიდან, ალეპოში ფაქტიურად განადგურდა სასკოლო, ჯანდაცვის და სხვა ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა, ხოლო გახშირებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა,
ვინაიდან გახშირდა ადამიანის უფლებების, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მასიური დარღვევა,
ვინაიდან ხშირია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო მოსახლეობას შეგნებულად აქცევენ ალყაში, რათა მოხდეს მათი იძულებით დევნა, ან შიმშილით მოკვლა,
ითვალისწინებს რა, რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნის მწარე გამოცდილებას,
საქართველოს პარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორის როლს,
აღნიშნავს მთლიანად რეგიონში უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას,
შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიის არაბთა რესპუბლიკაში,
იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ევროპის უსაფრთხოებისა და თნამშრომლობის ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს,
გამოთქვამს მწუხარებას ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების, ქალების და უმწეოების სიცოცხლის მოსპობის გამო,
უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ალეპოში უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტების გამო,
გმობს სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისს,
გმობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან ჩარებას ჰუმანიტარულ კრიზისში,
მოუწოდებს ალეპოს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის,
მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო შეთანხმებების დაუყოვნებლივ შესრულებას,
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან,
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ალეპოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები