ფოთი უნდა იქცეს საქართველოს ევროპული მომავლის მაგალითად — გიგა ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ფოთში ევროპული საქართველოს სახლი გაიხსნა, რომლის დიასახლისი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიაა. სახლი ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ გახსნა. სწორედ მისი კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ეს სახლი.
"ევროპული საქართველოს სახლის გახსნაა დღეს, მე ერთგვარი გამოცდილება მქონდა ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სახლის დიასახლისი ვიყავი და ალბათ, ამიტომაც გაკეთდა არჩევანი ჩემზე. პირველად ვარ ჩართული პოლიტიკურ კამპანიაში და ეს არა მარტო იმიტომ, რომ ჩემს შვილთან არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუმცა არჩევნები ომი არ არის, არჩევნები იდეების დაპირისპირებაა და არის პასუხლისმგებლობა ხალხის წინაშე. ჩემი პასუხისმგებლობაც არის, რადგან ევროპული სახლის დიასახლისი ვარ და ამავდროულად, ჩემს მშობლიურ ქალაქში ვარ, ამრიგად ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ამ სახლის გახსნას დღეს ჩვენ სიმბოლურად ვიწყებთ, გამოფენით — "ფოთი და ფოთელები", რადგან ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ პირველ გიმნაზიაში, ძალიან ბევრი ცნობილი ფოთელი გაიზარდა: პავლე ინგოროყვა, შალვა ამირანაშვილი, ეგნატე ფიფია, ნიკოლოზ ანთელავა და ბევრი სახელოვანი ადამიანი. გიგას ორივე ბაბუაც ფოთში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ, ამ გიმნაზიში სწავლობდა ალექსანდრე ბოკერია, მამაჩემიც საპატიო ფოთელი იყო და ძალიან მიხარია რომ ფოთთან დაკავშირებულნი არიან გიგას ორივე ბაბუა. ბევრი აქტივობა გაიმართება სახლში, მათ შორის იურიდიული კონსულტაცია, მინი გრანტების მოძიება და სხვადასხვა. იმედი მაქვს, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი მოვა და ეს არჩევნები ფოთელებს საინტერესოდ დაამახსოვრდებათ", — განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.
ევროპული საქართველოს სახლში გარდა ჭადრაკის ტურნირებისა, მოქალაქეებს უფასოდ გაუწევენ როგორც იურიდიულ დახმარებას, ასევე, ახალგაზრდებს მათი იდეებისთვის შესაბამისი პროექტის მომზადებაში დაეხმარებიან.
"ამ ადგილს ჰქვია ევროპის სახლი, ამ სახლის დიასახლისის ინიციატივაა ეს და მე არ ვერევი. ჩემთვის ეს ძალიან მნშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ პირველად თავის ცხოვრებაში დედაჩემი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, თუმცა ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ ეს ქალაქი იყო სიმბოლო, თუ როგორი ევროპული მომავლის, ევროპული ქალაქის აშენება სურდა მაშინდელ ქართულ ელიტას, ნიკო ნიკოლაძის მეთარობით და როგორ ჩაახშო ეს საბჭოთა რუსეთის გარე აგრესიამ. შემდეგში ეს ხედვა ვეღარ განხორციელდა და ეხლა, ფოთი უნდა იქცეს მაგალითად საქართველოს ევროპული მომავლის, კეთილდღეობის, სადაც თავისუფალი ქალაქი, თვითმმართველობა და ადგილობრივები თვითონ წყვეტენ საკუთარ ბედს და თვითონ მოიპოვებენ კეთილდღეობას, რაშიც არავინ ხელს არ უშლის. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ყველას პასუხისმგებლობა, ვინც ხალხს მხარდაჭერას თხოვს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები