2020 წლის საარჩევნო პერიოდში ქართულ კიბერსივრცეში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდებიან — ლაშა პატარაია
ფოტო: რეფორმერი
რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია საარჩევნო პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურების შესახებ განცხადებას აკეთებს. როგორც ლაშა პატარაია აცხადებს, 2020 წელს არჩევნების პერიოდში გაძლიერდება საფრთხეები რუსული სპეცსამსახურების მხრიდან.
"ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებით დაწყებული მსოფლიოს წამყვანი კომპანიების კიბერუსაფრთხოების ექსპერტებით დამთავრებული აქტიურად მიდის საუბარი რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე 2020 წლის საარჩევნო პერიოდში აშშ-ში და არა მხოლოდ. 2016 წელს მათ გაავარჯიშეს შესაძლებლობები, რომლებმაც აჩვენეს მსოფლიოს, რომ კიბერშესაძლებლობებით შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების არჩევნებზეც კი იქონიო გავლენა და შესაბამისად, გადაწყვიტო გლობალური ძალთა ბალანსი", — აცხადებეს პატარაია.
სწორედ ამ არჩევნების დროს მომხდარ რუსულ კიბერ შეტევებზე მოამზადა უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ სპეციალური პუბლიკაცია, რომელიც საჯაროდ, Amazon-ზეც არის ხელმისაწვდომი და წამყვან კვლევით ორგანიზაციებშიც სათურით Hacking the US Elections. ასევე, ახლახან პოლონეთის საელჩოს დაკვეთით, მან განახორციელა ანალიტიკური პროექტი სახელწოდებით "ჩუმი ომი", რომელიც გამოქვეყნდა NewEasternEurope-ის სპეციალურ გამოცემაში და ეხებოდა რუსული სპეცსამსახურების მოქმედებებს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე შემდგომ კიბერ შპიონაჟზე. ამ პუბლიკაციაში ნათლად არის წარმოჩენილი რუსული სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდები, ხერხები, ძალები და საშუალებები.
ლაშა პატარაიას განცხადებით, რუსული სპეცსამსახურებისთვის საქართველოს კიბერსივრცე ხშირად არის ერთგვარი სათამაშო ადგილი მათი კიბერშემტევი შესაძლებლობების ტესტირებისა და დახვეწისთვის, ბევრი რამ, რისი დახვეწა და განხორციელებაც ხდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, უფრო მასშტაბური მოდელით გამოიყენება დასავლეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად მიმდინარე ჰიბრიდული ომის პირობებში, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებისთვის. ჩვენ უნდა ველოდოთ კომპლექსურ კიბერშეტევებს არა მარტო ინფორმაციის მოპარვისა და პოპულარული ადგილობრივი ინტერნეტრესურსების დაზიანებას, როგორც ხდება ხოლმე, არამედ აქტიურ კიბერპროპაგანდისტულ მუშაობას. არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში ვიხილავთ ტროლებს, ბოტებს, საინფორმაციო დეზინფორმაციულ კამპანიებს, ყალბ ახალ ამბებს, ახალ ინექციებს საზოგადოებრივ განწყობაში და რუსული ნარატივის სრულ არქიტექტურას საქართველოსთან მიმართებაში.
"უკვე გასაჯაროვებული კვლევებიდან გამომდინარე და კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების პროფესიულ წრეებში გავრცელებული აზრით, პროფესიული ობზერვაციითა და ისტორიული მონაცემების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიხილავთ უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური ასპექტით და რომლის მიზანებიც იქნება: კიბერშეტევები, რომლებიც მიმართული იქნება საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე და კიბერ ღონისძიებებს, რომლებიც გატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან და სხვადასხვა კამპანიასთან მიმართებაში, ასევე, გავლენის მოპოვებაზე მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის კომპრომატირებისა და შანტაჟის აქტებს გადაწყვეტილების მიმღებ თუ მაღალი საზოგადოებრივი გავლენის მქონე პირებსა და ორგანიზაციებზე.
აქტიური ღონისძიებების ფორმებად გამოყენებული იქნება დეზინფორმაციის გავრცელება, მონაცემებით მანიპულირება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ახალი ნარატივების ინექცია, ასევე სხვადასხვა კიბერ და პროპაგანდისტული დაჯგუფების გამოყენება, წვდომის მოპოვება სხვადასხვა მნიშვნელოვან ელექტრონულ აქტივზე, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან და სხვა ღირებულ ინფორმაციასთან.
ეს განცხადება არ ემსახურება ადამიანების ალარმიზებას და ისედაც დაძაბული საზოგადოების დასტრესვას, ჩვენი მიზანია შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ აღნიშნული საფრთხის მნიშვნელობა, ამ სფეროს მიენიჭოს ადეკვატური პრიორიტეტულობა და გატარდეს შესაბამისი პრევენციული ზომები, სხვა შემთხვევაში, ისე როგორც იყო აქამდე, მოგვიწევს ყოფნა რეაქციულ რეჟიმში", — აცხადებს ლაშა პატარაია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები