კატასტროფული სამუშაო პირობებია — გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში დასაქმებულის გარდაცვალებაზე
ფოტო: "სტრატეგია აღმაშენებელი"
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 46 წლის მემანქანის, კობა ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
ვაშაძე ჭიათურის მაღაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და ხელისუფლებას "ჯორჯიან მანგანეზთან" გარიგებაში ადანაშაულებს.
"ეს არის მორიგი შემთხვევა, რომელმაც დაგვანახა თუ როგორ ილახება ადამიანთა უფლებები და რომ მათ უსაფრთხო გარემოში არ უწევთ მუშაობა. ამ შემთხვევაში მთავარი შრომის უსაფრთხოების კანონი კი არ არის, რომელიც ისედაც მკაცრია ქვეყანაში, არამედ პრობლემა, მაღაროს მმართველ კომპანიაშია, რომელიც გარიგებულია "დამსხვრეული ოცნებების" მთავრობასთან. კომპანია, რომელიც ძარცვავს მთელ ჭიათურას და ერთადერთი ინტერესი გააჩნია, რაც შეიძლება ბევრი ფული გააკეთოს მარგანეცის მოპოვებაში, სანაცვლოდ კი, არ ზრუნავს შრომის უსაფრთხოებაზე და ერთი ლარის ინვესტიციასაც კი არ ახორციელებს", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის განცხადებით, მთავრობა ჩართულია ამ პროცესში და მარგანეციდან წილებს იღებს. მათივე თქმით, ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს ჭიათურის მაღაროში არსებულ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ხალხი მუშაობს.
"ასობით მილიონი ლარი ილექება კონკრეტული ადამიანის ჯიბეებში და კაპიკები იხარჯება მომუშავე პერსონალზე ხელფასის სახით. კატასტროფულ გარემოში უწევთ მუშაობა ჭიათურაში ადამიანებს. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, პირველ რიგში დავიცავთ თითოეული ჭიათურელის ინტერესს, ჭიათურ-მანგანუმის შემოსავლებიდან აუცილებლად წავა კონკრეტული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამასთან, არცერთ კომპანიას არ ექნება უფლება დაარღვიოს კანონი და არ უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები, რაც აუცილებელია", — განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, არსებული ფინანსური რესურსი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს. ვაშაძე პირობას დებს, რომ პრემიერმინისტრად გახდომის შემთხვევაში დიდი კორუფციული სქემა, რომლითაც ჭიათურის მანგანუმში ხელმძღვანელობენ, ერთხელ და სამუდამოდ დაიშლება, შემოსავლები კი ქართველი ოჯახების ბიუჯეტს შეავსებს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები