როგორ ემზადება ვენეცია 10-დღიანი კინოფესტივალის სამასპინძლოდ
ფოტო: Manuel Silvestri / Reuters
კინოჩვენებები ფიზიკური დისტანციის დაცვით, აუდიტორიისთვის სავალდებულო თერმოსკრინინგი და ნიღბის ტარება — ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეს ყველაფერი ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ ღონისძიებას წელს განსხვავებულ ელფერს შესძენს.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ვენეციის ბიენალე პირველი კინოფესტივალი იქნებოდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ფიზიკურ სივრცეში გაიმართებოდა, თუმცა ევროპის კონტინენტზე COVID-19-ის შემთხვევების მატების შემდეგ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო.
ზაფხულის დასაწყისში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაავადების დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა, ამიტომ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სტუმრები ღონისძიებას მკაცრი შეზღუდვებით დაესწრებიან, რათა დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
ღონისძიებამდე მომავალ სტუმრებს უკვე გაეგზავნათ წესები, რომელთა დაცვაც მათ ფესტივალის მიმდინარეობისას მოუწევთ. წესებში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე შესვლამდე მათ თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ და ნებისმიერი, ვისი სხეულის ტემპერატურაც 37,5°C-ზე მეტი იქნება, დასწრებას ვერ შეძლებს.
წესების მიხედვით, სავალდებულოა სახის მუდმივი დაფარვაც, მათ შორის ღია სივრცეშიც. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ უზრუნველყოფენ ორგანიზატორები ამ წესის შესრულებას და ექნება თუ არა დალევის ან ჭამის შესაძლებლობა აუდიტორიას ჩვენების პარალელურად.
ეჭვს იწვევს ისიც, რა მოხდება მაშინ, თუ სტუმრებიდან რომელიმეს დაავადების ასიმპტომური მიმდინარეობა ექნება და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდასტურდება. თუმცა, ორგანიზატორების თქმით, არსებობს სისტემა, რითაც დამსწრე ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათივე თქმით, ნებისმიერ ვიზიტორს, რომელიც შენგენის ზონის მიღმა ქვეყნიდან ჩავა ვენეციაში, მოუწევს ორჯერ გაიაროს ტესტირება — ერთხელ გამგზავრებამდე და მეორედ უკვე ქვეყანაში ჩასვლისას.
თუმცა, რიგით 77-ე ვენეციის კინოფესტივალს მაინც არაერთი შიში უკავშირდება, რისი საფუძველიც იანვარში გამართული სანდენსის ფესტივალია. ამ ღონისძიებას "კორონავირუსის ინკუბატორი" უწოდეს, რადგან სწორედ პანდემიას უძღოდა წინ. ამჯერად, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ვენეცია ერთადერთი კინოფესტივალია ამ სეზონზე, რომელიც ვირტუალურად არ გაიმართება.
გაზაფხულზე, როცა კონტინენტს ვირუსის პირველი ტალღა დაატყდა თავს, კანის კინოფესტივალი ვირტუალურად გაიმართა. თუმცა, ვენეციის ბიენალეს ორგანიზატორებმა უარი თქვეს, გაეუქმებინათ, გადაედოთ ან ფორმატი შეეცვალათ ღონისძიებისთვის. მათი თქმით, ნაცვლად ამისა, ფიზიკურ სივრცეში გამართული ფესტივალი ერთგვარი იმედის ნაპერწკალია, მაშინ, როცა კინოინდუსტრიას განსაკუთრებით უჭირს პანდემიის პერიოდში.
მიუხედავად ღონისძიების გაუქმებისა, კანის კინოფესტივალის და კიდევ 7 სხვა ღონისძიების დირექტორი ვენეციის ბიენალეს გახსნის საღამოზე წარდგებიან, რათა "გამოხატონ კინოხელოვნების მნიშვნელობა და სოლიდარობა კინოინდუსტრიისადმი, რომელსაც დიდი ზიანი მიაყენა პანდემიამ".
რას ველით წლევანდელ დაჯილდოებაზე
ვენეციის კინოფესტივალზე ტილდა სუინტონი კარიერაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის მიიღებს ჯილდოს.
ფოტო: Ettore Ferrari / EPA
ვენეციის კინოფესტივალმა ერთგვარი წარმატების ტრამპლინის რეპუტაცია მოიპოვა ბოლო წლებში. ამ პერიოდში მისი დირექტორი ალბერტო ბარბერა იყო, რომელიც წელს ბოლოჯერ უხელმძღვანელებს ღონისძიებას. მაგალითისთვის, გასულ წელს რვაწუთიანი ოვაცია დაიმსახურა ჯოკერმა, მიღებული ოქროს ლომის შემდეგ კი ხოაკინ ფინექსის წარმატებული სეზონი დაიწყო, რომელიც ოსკარით დაგვირგვინდა.
თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, წლეულს დიდი სახელების ნაკლებობაა, რადგან კინოსტუდიების უმეტესობამ თავის არიდება არჩია. ამასთან, გადაიდო სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც — ოსკარის და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ორი თვით გვიან, 2021 წლის აპრილში გაიმართება. ამის გამო, კინოსტუდიების დიდ ნაწილს მოუხდა, დაჯილდოებების სეზონისთვის ახალი სტრატეგიები მოეფიქრებინათ და მათი გადაწყვეტილებით, ისინი ფესტივალების ნაწილზე არ გამოჩნდებიან.
ქლოი ჩჟაოს ფილმი Nomadland, სადაც მთავარ როლს ფრანსის მაკდორმანდი ასრულებს, ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენილი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია.
ფოტო: Searchlight Pictures / AP
წლევანდელი ფესტივალის გამორჩეული მომენტები მოიცავს ტილდა სუინტონის გამოჩენასაც, რომელიც კარიერაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის მიიღებს ჯილდოს. სუინტონი აგრეთვე მონაწილეობს პედრო ალმოვოდარის 30-წუთიან კინონამუშევარში ადამიანის ხმა.
The Crown-ის ვარსკვლავი ვანესა კირბი ფესტივალზე ორი ფილმითაა წარმოდგენილი — მონა ფასტვოლდის The World to Come და კორნელ მუნდრუცოს Pieces of a Woman, რომელშიც შაია ლაბაფიც მონაწილეობს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეჯინა კინგის სადებიუტო ნამუშევარი Once Night in Miami, ალექს გიბნის დოკუმენტური ფილმი სერიულ მკვლელებზე — Crazy, not Insane და ლუკა გუადანინოს სალვატორე: ოცნებების ფეხსაცმლის შემქმნელი, რომელიც იტალიელ დიზაინერ სალვატორე ფერაგამოს ცხოვრების ისტორიას შეეხება.
გასულ წელს კამათი გამოიწვია იმან, რომ ნომინაციებში ქალი რეჟისორების ნაკლებობა იყო — 21 ნამუშევირდან მხოლოდ ორის რეჟისორი იყო ქალი. თუმცა, წელს ამ მხრივ სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებულია — 18 ფილმიდან რვა ქალი რეჟისორის გადაღებულია, მათ შორისაა ქლოი ჩჟაოს ფილმი Nomadland, სადაც მთავარ როლს ფრანსის მაკდორმანდი ასრულებს.
2020 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ქეით ბლანშეტი იქნება, ღონისძიება კი 2 სექტემბერს იწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები