How I Met My Therapist ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს
ფოტო: ARTBESOURO / Getty Images
How I Met My Therapist ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს ჩანაწერების სერიაა, რომელშიც ავტორი ფსევდონიმით ნია ბარათაშვილი ყოველ კვირას მოგვიყვება ფსიქოთერაპიულ სეანსებზე სიარულის გამოცდილების შესახებ. ნახსენები პირების ანონიმურობის დაცვის მიზნით ტექსტში ყველა პერსონაჟის სახელი შეცვლილია.
სერიის ყველა დანარჩენი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
არის რამდენიმე შეხვედრა, რომელიც ყველა თავისი დეტალით გახსოვს — რა გეცვა, როგორ მიხვედი მისამართამდე, რას ფიქრობდი მისვლამდე, რას ფიქრობდი წამოსვლის მერე. ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ასეთი შეხვედრაა — როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს.
არ იყო მარტივი, მართლა. უფრო სწორად, იმდენადვე მარტივი აღმოჩნდა, რამდენად რთულიც მეგონა. სულ რაღაც 2 წელი დამჭირდა შესახვედრად. პირველი მცდელობა ჩამიფლავდა. არადა, ზუსტად მახსოვს, რამხელა მონდომებით მივდიოდი ამისკენ. ჩემს ძალიან კარგ, გამოცდილ ნაცნობს ვუთხარი: დარო, მართლა ყველაფერი კარგად მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობ-მეთქი. არაფერი მითხრა, ეგრევე ნომერი და სახელი მომწერა — არაფერი დაგუგლოო, პირდაპირ დარეკე და ჩაეწერეო. საღამოს მესიჯი მომდის ბანკიდან — პირველი სესიის საფასური ჩამირიცხა დარომ, მინიმალისტური ახსნით: "როცა სხვას დასჭირდება, შენც იგივე გააკეთე".
სანამ დავრეკავდი, მაინც დიდხანს ვარკვიე — სად უნდა მივიდე? ძაან შორსაა? აუ, შუადღეს რომ დამიბაროს, სამსახურს რა ვუყო? რა დამიჯდება? სესიის საფასური ხელში უნდა მივაწოდო? ჩავურიცხო? კონვერტში ჩავუდო? კონვერტზე რამე დავაწერო? მარკა საჭიროა? იქნებ მითხრას, რომ არაფერი მასთან არ მესაქმება? მისვლამდე ყველაფერი ჩამოვწერო? დაიცა, ერთი წამით, რომ მიცნობდეს? იქნებ, მამაჩემის ნაცნობია? რომ მითხრას, რომ არაფერი მჭირს? რომ მითხრას, რომ ყველაფერი მჭირს?
მოკლედ, იმდენი ვიფიქრე, რომ... დავრეკე!
იანვარი იყო. რატომღაც ყოველ ზამთარს მწვავდება ხოლმე ეს ყველაფერი - ხან უმზეობას ვაბრალე, ხან სიცივეს, ხან რომელიღაც ვარსკვლავს, ხან მარსს, რომელიც მერკურის ცაცხვის ხის ძირში შედის. ბოლოს ვაღიარე — დეპრესიაა. მუდმივი, მაზალო, ტლანქი, მყრალი და ვერაგი. ნაქებ თერაპევტს არ ეცალა. აბა, რა მეგონა, შუა ახალწლებზე რომ დავრეკე, როცა ყველა ისვენებს — ან საცივში, ან სიცივეში. თებერვალი შემომთავაზა. რა ვქენი? ყველაფერი გავაუქმე. თებერვლამდე ხომ გამივლის??? თებერვლამდე გამიარა. ოღონდ, ამ გავლებს და გადავლებს ერთი თვისება აქვთ — აუცილებლად ბრუნდებიან.
ზუსტად ერთი წლით დავივიწყე ეს იდეა. ხან რა მოვიმიზეზე, ხან რა. აუ, ფინანსები აღარ მყოფნის. აუ, ეს პალტო ვიყიდო ჯერ. აუ, ცივა. აუ, ცხელა. აუ, რაღაცნაირი ხმა ჰქონდა ამას ტელეფონზე. ამ წლის მანძილზე განუწყვეტლივ ვიკვლევდი ფსიქოთერაპევტების ბაზარს. წავიკითხე ყველა ჯგუფის ყველა პოსტი — "ეს კარგია, მაგრამ"... "ის ცუდია, მაგრამ"... დღემდე აზრზე არ ვარ, რა კრიტერიუმებით შევარჩიე თერაპევტი. თან, რომ არ მოგატყუოთ, უკვე ვთვლიდი, რომ აღარაფერში მჭირდება. ბევრად უკეთ ვიყავი, ვიდრე ოდესმე. თითქოს, ამოვყვინთე კიდეც იმ ჭაობიდან. საათობით, გაუნძრევლად აღარ ვიწექი საწოლში. თვეობით არ ვაიგნორებდი ყველა მეგობარს, რომელიც გარეთ გასვლას მთავაზობდა. აღარც ვსვამდი... იმდენს... 24-დან 20 საათი აღარ მეძინა, ყოველი ჩემი ნაბიჯი უაზრო და უსუსური აღარ მეგონა. იმისაც აღარ მწამდა, რომ ნებისმიერი ქმედება წარუმატებლობისთვის იყო განწირული. აღარც იმაზე მეფიქრებოდა, რომ ჩემი ასაკის, უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მაინც არ ვიყავი წარმატებული და არასდროს, არასდროს გამოჩნდებოდა რამე, რითიც ვიქნებოდი კმაყოფილი. აღარც ცუდი შვილი ვიყავი, აღარც ცუდი შეყვარებული, აღარც ცუდი მეგობარი. მაგრამ, ამჯერად, უკვე ზუსტად ვიცოდი - დეპრესია ისევ დაბრუნდებოდა. ამ ლუპზე მიინიმუმ 7 წელია ვტრიალებ. მიდის, მოდის, მიდის, მოდის. What goes around sure-fucking-ly comes around.
ჰოდა, აჰა, მომდევნო წლის იანვარიც მოვიდა და უბრალოდ დავრეკე. პირველივე ფსიქოთერაპევტის ნომერზე, რომელიც მირჩიეს. იმ პირველ, დაროს ნაქებთან დარეკვა მრცხვენოდა, მართლა. მართლა. მჯეროდა, რომ აუცილებლად ემახსოვრებოდა ჩემი ხმა. ა, ა, დიახ, თქვენ ის ნია ხართ, ერთი წლის წინ რომ დამირეკეთ და არც არაფერი? ამ ნომერზე აღარ დარეკოთ. ტუუ-ტუუ-ტუუ-ტუუ. ჰოდა, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ამ ზარზეც წინაღობას გადავაწყდებოდი? ამ ლალისაც არ ეცალა იანვარში. ამჯერად - მარტამდე. ვითმინო მარტამდე? კაი, სადაც ამდენი ვითმინე, ორი თვე რაღაა. კაი, მარტში ხო უეჭველი დავიწყებ? მოიცა, მოიცა, მოიცა. ერთი წამით. ამჯერად, თავი ხელში ავიყვანე, შევახსენე, რომ დიდი გოგოა, საწოვარა გამოვუღე პირიდან და სანამ ლალის დავემშვიდობებოდი, თავისი რომელიმე თავისუფალი კოლეგის ნომრის გამოგზავნა ვთხოვე. გამომიგზავნა. დავრეკე და სამ დღეში პირველ ვიზიტზე მივედი.
გაგრძელება, ცხადია, იქნება
თუ ფსიქოთერაპიულ გამოცდილებებზე კითხვა ან საკუთარის გაზიარება შენთვის საინტერესოა, შეგიძლია შემოგვიერთდე დახურულ ჯგუფში - მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები