პოლიციელს მინიმუმ 500 ლარით უნდა გაეზარდოს ხელფასი — გიორგი ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
დღეს, სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს ქართული პოლიციის რეფომის გეგმა წარუდგინა და არჩევნების შემდგომი ნაბიჯები გააცნო. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური მოძრაობის წინასაარჩვენო პროგრამაში პოლიციის სისტემის ძირეულ ცვლილებებს ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია. გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეფორმა ამერიკული მოდელის დეპოლიტიზირებული პოლიციის ჩამოყალიბებას, რაიონული საპატრულო პოლიციის უფროსების არჩევითობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საგამოძიებო ბიუროს შექმნასა ითვალისიწნებს.
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობას შეეხო და საკმაოდ, მძიმე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.
"დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან ღრმა პრობლემაზე, რომლის წინაშეც დავდექით. ყოველდღიურად ქვეყანაში მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა, სხვადასხვა ტიპის დანაშაული მატალობს. დღეს ქვეყანაში მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობს, რაც სამწუხაროა! ეშინიათ გვიან ღამით ქუჩაში გასვლის, მომრავლდა ავტომობილებზე გაძარცვის მიზნით თავდასხმის ფაქტები, იმატა სახლების ძარცვამ, რაც ყველაზე მთავარია ეს ყველაფერი არ არის გამოძიებული და დამნაშავე დაჭერილი, სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის მონაცემებით კრიმინალის რაოდენობა 35 000 აღწევდა, დღეს ეს მონაცემი თითქმის გაორმაგებულია და 64 000-მდეა გაზრდილი. ამ ფონზე კი, გახსნის მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდი შედეგია, საპირისპიროდ - 60%-დან 35%-მდე შემცირდა", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძე შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს და კატასტროფულს უწოდებს და პოლიციის უმოქმედებაზე საუბრობს.
"დღეს, პოლიცია გადასულია მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე, მათ რეალურად არ აქვთ თავისუფალი დრო იმისთვის, რომ კრიმინალი დაიჭირონ და პასუხი აგებინონ, მაგრამ თუ ისინი დააკავებენ დამანშავეს, მათ ვიღაც ურეკავს, ეუბნება, ავალებს რომ გაათავისუფლოს. რატომ? სამწუხაროდ, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება თანამშრომლობს კრიმინალრბთან", — აღნიშნავს ვაშაძე და პოლიციელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც მიანიშნებს.
"კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სახელფასო უზრუნველყოფის კუთხით. მაგალითად, პოლიციელის, კერძოდ, პატრულ-ინსპექტორის საშუალო ხელფასი 2014 წელს, თუ იყო 484 დოლარი, ახლა გაუფასურებული ლარის ფონზე 374 დოლარს არ აღემატება, ფაქტობრივად მათი ანაზღაურება 110 დოლარითაა შემცირებული, მაშინ როდესაც ფასები პროდუქტებზე გაიზარდა 40%-ით, წამალზე გაძვირდა 70%-ით. დღეს ისინი გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე აღმჩნდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის ძალიან კონკრეტულ, ორ პუნქტიან გეგმას:
პირველი ეს არის ამერიკული ტიპის დეპოლოტიზირებული პოლიციის ჩამოყალიბება, რაც საპატრულო პოლიციის დეცენტრალიზაციას და რაიონის დონეზე პატრულის ინსპექტორების, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის არჩევითობას ითვალისწინებს.
მეორე ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს შექმნას გულისხმობს, როგორც ეს არის FBI ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს არაპოლიციური სისტემიდან დანიშნული. აღნიშნული რეფორმა, ფაქტობრივად შექმნის ისეთ გარემოს, რომელშიც იქნება აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული სისტემა და რაც მთავარია მინიმუმ 500 ლარით გაზრდილი ხელფასები. პოლიციელს უნდა გააჩნდეს მოტივაცია, რომ მან იზრუნოს ხალხის უსაფრთხოებაზე, პოლიციელს არ უნდა უწევდეს ერთი დღე პატრულში მუშაობა და მეორე დღეს ტაქსაობა, იმისთვის რომ ელემენტარულად შემოსავალი მიიტანოს ოჯახში, პოლიციელს არ უნდა უწევდეს სარჩოზე სხვაგან სირბილი და ის შესაბამისი ხელფასით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მან შეძლოს ჩვენი უსაფრთხოების დაცვა, იმიტომ რომ, ის ებრძვის კრიმინალს საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავს ჩვენს უსაფრთხოებას", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები