როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ სასოწარკვეთილი დიასახლისები დღეს
HBO-ს საკულტო სერიალის, სექსი დიდ ქალაქშის დასრულების შემდეგ მაყურებელს დიდი ხნით არ მოუწყენია. სულ მალე მთელი მსოფლიო სხვა გმირების პირად პრობლემებზე გადაერთო. ABC-ს შოუ სასოწარკვეთილი დიასახლისები პირველად ეთერში 2004 წელს გავიდა და მას შემდეგ უამრავი ემი, ოქროს გლობუსი თუ მსახიობთა გილდიის ჯილდო მოიპოვა.
Eurodata TV Worldwide-ს მონაცემებით, სასოწარკვეთილი დიასახლისები ამჟამადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე.
სერიალის სიუჟეტი გამოგონილ ამერიკულ დასახლებაში, ვისტერია ლეინის ქუჩაზე ვითარდება. მოწესრიგებული ეზოებისა და ლამაზი სახლების მიღმა ნამდვილი ადამიანური დრამა იმალება. ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული დიასახლისი ცდილობს, პირად პრობლემებს გაუმკლავდეს და ამ პროცესს მაყურებელიც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს: სუზანი ქმარს სცილდება, ლინეტს ოთხი მცირეწლოვანი შვილი პირად ცხოვრებას ართმევს, ბრი ზედმეტადად დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახის იმიჯს, გაბის კი ერთი კაცი არ აკმაყოფილებს. მოკლედ, აქ შუახნის ასაკის ყველა პრობლემას შეხვდებით.
სერიალი ეთერში 8 წლის განმავლობაში გადიოდა და მყარად გაიდგა ფესვები ამერიკულ (და არა მხოლოდ ამერიკულ) პოპ-კულტურაში.
მოდით, გავიგოთ, რას საქმიანობენ სერიალის მსახიობები ახლა.
ტერი ჰატჩერი - სიუზენ მეიერი
ტერი ჰატჩერი სასოწარკვეთილ დიასახლისებამდეც ტელევიზიის ვარსკვლავი იყო. შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა და სუპერმენზე შექმნილი სერიალი ლუისი და კლარკი, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. ტერი სულ ცოტა ხნის წინ გახდა 52 წლის და დღემდე აქტიურად მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში.
ფელისიტი ჰოფმანი - ლინეტ სკავო
54 წლის ფელისიტი ამერიკული თეატრისა და ტელევიზიის ნამდვილი ვარსკვლავია. 2006 წელს მსახიობმა ტრანსამერიკაში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. ამჟამად ფელისიტი მონაწილეობს სერიალში დანაშაული ამერიკულად. მისი მეუღლე სერიალ უსირცხვილოს ვარსკვლავი უილიამ მეისია.
მარშა კროსი - ბრი ვან დე კამპი
მარშა კროსი ემისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი ამერიკელი მსახიობია. მისი კარიერა ექიმ კიმბერლი შოს როლით დაიწყო მელროუზ პლეისში და საკულტო სერიალ Murder She Wrote-ში გაგრძელდა.
ევა ლონგორია - გაბრიელ სოლისი
ევა ლონგორია მხოლოდ მსახიობის ტიტულს არ სჯერდება. ის პროდიუსერი, ბიზნესვუმენი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია. ევამ ეკრანზე პირველად 2001 წელს გაიბრწყინა, მანამდე კი მამაკაცების ჟურნალების ყდებზე ჩნდებოდა. ამჟამად ის სასოწარკვეთილი დიასახლისების შემქმნელ მარკ ჩერის ახალ სერიალში, ცბიერ მოახლეებში მონაწილეობს. პარალელურად აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაშიც, ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და კიბოსთან მებრძოლ ქალებს. ევა აქტიურად უჭერს მხარს ამერიკაში მცხოვრებ ლათინოსებს, რის გამოც დონალდ ტრამპის წყრომაც კი დაიმსახურა.
ჯეიმს დენტონი - მაიკ დელფინო
ჯეიმსი ახლაც აქტიურად მონაწილეობს სატელევიზიო ფილმებსა თუ სერიალებში, მაგრამ მისი ვერც ერთი როლი ვერ გახდა ისეთივე წარმატებული, როგორიც სასოწარკვეთილ დიასახლისებში მაიკ დელფინოს პერსონაჟი იყო.
ბრენდა სტრონგი - მერი ელის იანგი
სასოწარკვეთილი დიასახლისების მთავარი მთხრობელი ბრენდა სტრონგი სასოწარკვეთამდეც ტელევიზიის ვარსკვლავი იყო (თვინ პიქსი, საინფილდი, დალასი, სასწრაფო და ა.შ). ამ ქალბატონის ხმა 180 სერიის განმავლობაში ესმოდა მაყურებელს. ბრენდა დღემდე აქტიურად ჩნდება ეკრანზე და მონაწილეობას იღებს ისეთ შოებში, როგორებიცაა: სკანდალი, ძვლები, 100, ნოტარიუსი, გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების, სუპერგოგო და ა.შ
ნიკოლეტ შერიდანი - იდი ბრიტი
ნიკოლეტ შერიდანი სანამ იდი ბრიტი გახდებოდა, მანამდე პეიჯ მეტსონი იყო (ამერიკული სერიალი მშვიდი მიწა). კიდევ უფრო ადრე კი ვოგისა და კოსმოპოლიტენისთვის პოზირებდა. იდი ბრიტი თავიდან უმნიშვნელო პერსონაჟად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ნიკოლეტის სამსახიობო ნიჭის გამო სცენარისტებმა სპეციალურად მისთვის დაიწყეს ისტორიების წერა. მაყურებელს მოსწონდა ამ გმირზე დაკვირვება, მაგრამ ნიკოლეტს შოუს შემქმნელთან მწვავე დაპირისპირების გამო სერიალიდან წასვლა მოუხდა.
ანდრეა ბოუენი - ჯული მეიერი
დაგ სევანტი - ტომ სკავო
კეტრინ ჯუსტენი - კარენ მაკლასკი
შეუძლებელია, იყო სასოწარკვეთილი დიასახლისების მაყურებელი და არ გიჟდებოდე კარენ მაკლასკიზე. სამწუხაროდ, მსახიობი კეტრინ ჯუსტენი 2012 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები