მუსლიმი ქართველი ვარ, ვამაყობ ჩემი რელიგიითა და ქართველობით, მაშასადამე საქართველოს მოქალაქეობით — ნაკაიძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე თავის Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის მთელი ცხოვრება უსამართლობასა და უთანასწორობას ებრძოდა. ის ამბობს, რომ ბევრ სიახლეს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში. ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს იზამს, რათა გააკეთოს ქართული საქმე საქართველოს ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.
"მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძვი უსამართლობას, ჩაგვრას, უპირატესობების მინიჭებას, პრივილეგიებს, დომინანტურ მზერას და ვცდილობ თანასწორობის დაცვას, სამართლიანობის აღდგენას, მეორეხარისხოვანი მოქალაქის გრძნობების დამსხვრევას. ვხდები, რომ ეს ბრძოლა დღითიდღე უფრო მაძლიერებს და მაძლევს შანსს, უფრო მეტად შევძლო დავიცვა და ღიად წარმოვადგინო ჩემი კუთხე და მისი მოსახლეობა (ყველა აღმსარებლობისა).
დიახ, მე მუსლიმი ქართველი ვარ, რა თქმა უნდა ვამაყობ ჩემი რელიგიითა და ქართველობით, მაშასადამე საქართველოს მოქალაქეობით. ასევე, ამაყი ვარ ჩემი სამოქალაქო აქტივობებით და განხორციელებული გარდატეხებით, რაც ჩემს მეგობრებთან ერთად ბოლო რამდენიმე წელიწადში შევძელით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნით ბევრ სიახლეს შევიტან ქართულ პოლიტიკაში", — განაცხადა ნაკაიძემ.
მისი თქმით, მან გადალახა უსამართლოდ იარლიყების მიწებების და შეურაცხყოფის მიყენების საკითხი.
"არ მაღიზიანებს, რადგან ჩემთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ერთიანობაა, მისი მრავალფეროვნებითა და კულტურით. მე დღეს შემიძლია საქართველოს ერთიანობისთვის და აღმშენებლობისთის დავდო ერთი აგური, ვერ გამაჩერებს ვერანაირი ტროლების თუ ბოტების შემოტევები.
დარწმუნებული ვარ, აჭარის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სწორად ესმის ეს ყველაფერი და დამიჭერს მხარს. მომეცემა საშუალება, ვაკეთო ქართული საქმე საქართველოს ერთიანობისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის", — აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები