ამერიკელმა უსახლკარომ TikTok-ზე ერთ დღეში მილიონი გამომწერი მოაგროვა
ფოტო: angryreactions / TikTok
22 წლის ინდიანელმა ონეია ჯონსონმა TikTok-ზე 1 მილიონი გამომწერი 24 საათზე ნაკლებ დროში მოაგროვა.
აგვისტოს მიწურულს ჯონსონმა პოპულარულ ვიდეოგაზიარების აპლიკაციაზე საკუთარი ანგარიში, angryreactions, შექმნა, როგორც ერთგვარი ხუმრობა. ჯონსონი ვიდეოებში გამოგონილ პერსონაჟს ასახიერებს, რომელიც სხვა ადამიანების შექმნილ ვიდეოკონტენტზე ბრაზით და წყრომით საუბრობს.
მისი პირველი ვიდეო, რომელიც მომხმარებელ bobbysrey-სთან არის დადუეტებული, ვირუსულად გავრცელდა. ორიგინალ ვიდეოში მომხმარებელი ნამცხვარს აცხობს და თხოვნით დასძენს, დიდად ნუ გააკრიტიკებენ მის კულინარიულ უნარებს.
დადუეტებულ ვერსიაში ჯონსონი ვიდეოს უყურებს ყვირის: "ვინ გაკრიტიკებს? ეს ნამცხვარი შესანიშნავად გამოიყურება!!!"
ვიდეოს ამ დროისთვის 42 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
"გულწრფელად ვერ ვიჯერებ, რამდენად სწრაფად გაპოპულარულდა ჩემი ანგარიში, ჯერ კიდევ არ მჯერა ამის", — ამბობს ჯონსონი. მხოლოდ ერთ დღეში მისი შექმნილი პროფილი 1,3 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა, — "სიგიჟეა", — დასძენს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს პოპულარობას ხელი მოგვიანებით TikTok-მაც შეუწყო მისი For You გვერდზე განთავსებით, როგორც კომენტარებიდან ჩანს, მომხმარებლების ნაწილმა გამიზნულად მოძებნა ის.
კონცეფცია სასაცილო, საინტერესო და, რატომღაც, სასიამოვნოდ საყურებელიც კია.
"მეშინია, მაგრამ... მაინც მსიამოვნებს ამის ყურება", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარებში.
ამის შემდეგ, ჯონსონმა კიდევ რამდენიმე "ბრაზიანი რეაქცია" გადაიღო და საკუთარ პროფილზე განათავსა. ყველა მათგანი უმალ გახდა პოპულარული. ერთ-ერთ ვიდეოში იგი საკუთარ პოპულარობაზეც კი ჯავრიანად, თუმცა უდიდესი მადლიერებით საუბრობს.
"ჰა? რა??? მე მხოლოდ სამი ვიდეო ავტვირთე, სამად სამი! ეს ანგარიშიც გუშინ შევქმენი. თქვენ ყველაზე შესანიშნავი ხალხი ხართ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. მადლობა! გესმით? თქვენ გარეშე აქ არ ვიქნებოდი. მინდა ეს იცოდეთ, უდიდესი მადლობა 1 მილიონი გამოწერისთვის. და ეს მხოლოდ დასაწყისია", — გულმოსულად ამბობს ჯონსონი ვიდეოში.
"მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი ცუდი ამბავი ხდება, ვფიქრობ, ეს გვასწავლის რომ მეტად დავაფასოთ პოზიტივი", — ასე ხსნის საკუთარ პოპულარობას უკვე ცნობილი ტიკტოკერი.
თუმცა, მისი ანგარიშის შექმნის კონცეფცია მხოლოდ მხიარულება როდი ყოფილა.
"რეალურად, ვეცადე გამეერთიანებინა ორი რამ — როგორ აღმიქვამს სამყარო და როგორი ვარ სინამდვილეში", — ამბობს ჯონსონი, — "ქუჩაში რომ გვერდზე ჩაგიაროთ და ხმა არ გავიღო, მაინც ყველაზე ბრაზიან ადამიანად გამოვჩნდები თქვენს თვალში. თუმცა, როცა გამიცნობთ, მიხვდებით, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ".
ინტერნეტპოპულარობასთან ერთად ჯონსონს არცთუ ბედნიერ რეალურ ცხოვრებასთან გამკლავება უხდება. მისი თქმით, ამჟამად იგი უსახლკაროა, რადგან იმ ბინის მეპატრონემ, რომელშიც იგი ყოფილ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სახლიდან გამოუშვა. იგი ლაფიეტში გადავიდა, რადგან მისი ძმა იქ ცხოვრობს და მას შემდეგ ჯონსონს საკუთარ მანქანაში უხდება ღამის გათევა. მისი ვიდეოების უმეტესობაც ან მანქანაში, ან სხვა ადამიანების სახლებშია გადაღებული.
ჯონსონისა და მისი ყოფილი პარტნიორის, ჯილიენის, თქმით, მეზობლები გამუდმებით ჩიოდნენ და ხშირად იძახებდნენ პოლიციას "ხმაურისა და ყვირილის გამო". თუმცა, ჯონსონის განცხადებით, ასეთი შემთხვევები არ ყოფილა და მას და მის ყოფილ პარტნიორს ახლაც კარგი ურთიერთობა აქვთ. ამას ადასტურებს ჯილიენიც.
"ონეია დიდია და, ცხადია, მისი ხმაც ჩემსაზე მაღალია, ამიტომ მეზობლებს მხოლოდ მისი ესმოდათ", — ამბობს ჯილიენი, რომელიც თავადაც ლაფიეტში გადასახლდა. მისი თქმით, მცირე შესვენების შემდეგ მან და ჯონსონმა "საერთო იპოვეს" და ახლა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ, რადგან მათ ორი შვილი აკავშირებთ.
"ძალიან მეამაყება იგი", — ამბობს იგი, — "როცა მისი პირველი ვიდეო ვნახე, სიცილისგან მოვკვდი და ვუთხარი, ზუსტად შეგეფერება-მეთქი.
"ის ასეთია. ცხადია, ყველას აქვს განსხვავებული მხარე, თუმცა იგი ძალიან კარგი ბიჭია", — დასძენს ჯილიენი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები