ხათუნა გოგორიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის კორუფციულ სქემაზე საუბრობს
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის კორუფციულ სქემაზე საუბრობს.
ხათუნა გოგორიშვილის თქმით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კორუფციული გზით დაისაკუთრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწა, რომლითაც სახელმწიფოს 2 248 200 ლარის ზიანი მიადგა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლების რეაგირება იყო მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის დაჭერა, რომელიც სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, ამგვარ კორუფციულ სისტემას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც ევროპული საქართველო აუცილებლად მოიტანს.
"მაშინ როდესაც გურიის მთლიანი მოსახლეობა უმუშევრობის ჭაობშია ჩაფლული, პრობლემაა სიღარიბე, მაღალი ფასები, ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნები ახერხებენ ბიუჯეტის თანხების საკუთარ ჯიბეში გადანაწილებას. სახელმწიფო ქონების კაპიკებად დაუფლება, რა თქმა უნდა, არის მძიმე კორუფციული სქემა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა 49 800 კვ.მ მიწა სოფელ ბოხვაურში (კაპროვანი). კვ.მ.-ის საწყისი ფასი 2,5 ლარი იყო. აუქციონზე მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა, თბილისელმა პენსიონერმა ლილიანა კაზარიანმა. ლილიანა კაზარიანმა აღნიშნული 130 700 ლარად შეისყიდა ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადახდილია 2,6 ლარი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზღვიდან დაახლოებით, 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ქალბატონს აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია", — აღნიშნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, ლილიანა კაზარიანმა ნაკვეთის ყიდვიდან 21 დღეში, მიწა 6 ნაწილად დაყო და იმავე ფასში, რა ფასშიც აუქციონზე იყიდა, 6 პიროვნებას მიჰყიდა:
"მათ შორის, 20,1 ათასი კვ.მ (მთელი ფართობის 40%) იყიდეს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფიშვილის მამამ, შალვა მოისწრაფიშვილმა და ძმამ, ლაშა მოისწრაფიშვილმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონო ქეთევანი მოერიდა პირდაპირი გზით შეძენას ამ ნაკვეთის და შემოვლით შეიძინა ეს ნაკვეთი სხვა პიროვნებისაგან, პენსიონერისაგან, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებულია ამ ქალბატონთან".
გოგორიშვილი ამბობს, რომ გაყიდული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად, სახელმწიფო აუდიტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი პროცედურები და შეისწავლა მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის საბაზრო ფასი. აღმოჩნდა, რომ იმავე პერიოდში მიმდებარე ნაკვეთების გაყიდვის ფასი 20-25 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
"აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული მიწის ნაკვეთით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტის მიერ 2 248 200 ლარია. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა, ქართული ოცნების ხელისუფლების რეაგირება შემდეგნაირი იყო — სამსახურიდან გაათავისუფლეს ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მალხაზ გორგოშიძე. სასამართლომ აღნიშნული პირი 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ტრადიციულად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ აქვს მიღებული. ეს თანხა აკლდება კონკრეტულად ოზურგეთის მოსახლეობას, რადგან ამ თანხით შეიძლებოდა გაკეთებულიყო ძალიან ბევრი რამ მრავალი ოჯახისათვის. 31 ოქტომბერს უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სისტემა შეიცვალოს, ხოლო ევროპული საქართველო იქნება სწორი მიმართულების კომპასი", — აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები