გალის რაიონში ბიზნესმენი გაიტაცეს, ყოფილი ე.წ. თანამდებობის პირი ქართულ მხარეს ადანაშაულებს
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. გალის ადმინისტრაციის ყოფილი დე ფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარია მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
ეხო კავკაზას ცნობით, გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილმა დე ფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ხუთ სექტემბერს, 22:00 საათისთვის, 58 წლის ბიზნესმენი, ჯემალ სოსელია გაიტაცეს. მისივე თქმით, 2015 წლიდან ეს რაიონში მომხდარი პირველი გატაცებაა. ნადარაიას მიაჩნია, რომ თავდამსხმელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შესაძლოა, ადგილზე დამხმარეებიც ჰყავდეთ.
ეხო კავკაზას წყარომ აცნობა, რომ ჯემალ სოსელიას ავტომობილი ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა, რის შემდეგაც ისინი შიგნით ჩასხდნენ და სოსელია აიძულეს, ენგურჰესისკენ — საოკუპაციო ხაზის მიმართულებით წაეყვანა მანქანა. თუმცა, გამოცემის ცნობით, გზაზე სოსელიამ ავტომობილი სხვა მიმართულებით იმ იმედით შეაბრუნა, რომ მას ვინმე შეამჩნევდა და დაეხმარებოდა. მედიის წყაროს თქმით, როცა თავდამსხმელებმა მანქანის სხვა გზით სვლა შეამჩნიეს, სოსელიას გონების დაკარგვამდე სცემეს. ამის მოწმე კი ენგურჰესის ორი თანამშრომელი გახდა, რომლებიც ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. წყარო იტყობინება, რომ თავდამსხმელებმა თვითმხილველებსაც სცემეს და ტელეფონები წაართვეს. სოსელია კი ისევ მანქანაში ჩასვეს და ტყვარჩელის მიმართულებით წაიყვანეს. ეხო კავკაზას წყარო ირწმუნება, რომ თავდამსხმელები მეგრულ-ქართულად საუბრობდნენ. მისი ცნობითვე, დასისხლიანებული მანქანა ტყვარჩელის რაიონში, აჭაკაში მიმავალ გზაზე აღმოაჩინეს. გატაცებულის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, სოსელია რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სოჭში ცხოვრობს, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ცოტა ხნის წინ კი, სოფელ საბერიოში აიშენა სახლი და მშობლიურ სოფელში პერიოდულად ჩადის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათთან აღნიშნულზე შეტყობინება, ჯერჯერობით, შესული არ არის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები