არ წაგიცდეთ ხელი და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები არ გამოაქვეყნოთ, პასუხს მძიმედ აგებთ — ვაშაძე გახარიას
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რეაგირებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ვაშაძე ქმედებას მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. მისი თქმით, "დამსხვრეული ოცნებების მთავრობას" აღნიშნულ საქმეესთან დაკავშირებული არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიება და უფრო მეტიც, არცერთი შატაჟისტი არ დასჯილა.
"ხელთ მაქვს პირადი ცხოვრების ამსახველ საქმეებთან დაკავშირებული უამრავი ფაქტი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუძიებია. გუშინ ბატონმა ე.წ. პრემიერმა მოგვიწოდა, რომ ამ უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, რომელსაც მსგავსი ტიპის საქმეები თაროზე აქვთ შემოდებული და გამოძიებაზე არც ფიქრობენ. მე მას ვეკითხები: ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენ ვინმე გენდობათ ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს? თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს თქვენი მთავრობის კონკრეტულ ინტერესებზე. როგორც ჩანს, თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს, სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში", — აცხადებს ვაშაძე და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს. ის აღნიშნავს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის წევრიც, რომელზეც განხორციელდა შანტაჟი, "სწორედ ამ ნულოვანი ნდობის გამო" არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
"ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ. 31 ოქტომბერს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი რასაც გავაკეთებ, სწორედ აი ამ ტიპის დანაშაულებს ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთ საქართველოში. ყველა, ვინც აქამდე იყო მსგავსი ტიპის სიბინძურეში ჩართული პასუხისგებაში მიეცემა და მომავალში ყველას ეცოდინება, რომ არავის გაუვა მსგავსი მცდელობაც კი. მივმართავ საზოგადოებას: ხომ ხედავთ, რომ წნეხის ერთადერთი გზა ხელისუფლებაზე საჯაროდ საუბარია და მოგიწოდებთ ყველას, ვის მიმართაც ასეთი ტიპის შანტაჟი ხორციელდება, ვის მიმართაც მგავსი ტიპის დაშინებას აქვს ადგილი გამოდით და ისაუბრეთ ამის შესახებ, ყველას გვერდში დაგიდგებით. იცოდეთ, რომ არ მიგატოვებთ არცერთ შემთხვევაში. ჩვენ ვაიძულებთ აი ამ მავნებლებს ხელი აიღონ ასეთი კანონგარეშე ქმედებისგან", — აღნიშნავს ვაშაძე.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან არაერთი განცხადებისა და მოთხოვნისა, პარტიის მხრიდან მიმართვის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს პირად ცხოვრებასთან დაკვშირებული არც ერთი საქმე არ გამოუძიებია.
"ვინმეს ნუ ექნება ილუზია, რომ ახლა გამოიძიებენ ესენი ამ საქმეს?", —აცხადებს ვაშაძე და პრემიერ გახარიას მიმართავს"
"ბატონო გახარია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, თქვენი შანტაჟის არავის ეშინია და იცოდეთ, საზოგადოების ნდომა თქვენს მიმართ ნულია. დიახ, მე ვთანამშრომლობ კერძო გამომძიებლებთან და დეტალურად ვიძიებთ აღნიშნულ საქმეს. არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წვერს არ გამოუქვეყნოთ რაიმე მასალა, თორემ ძალიან მძიმე პასუხს აგებთ თქვენს ქმედებებთან დაკავშირებით. ბრიფინგებს სწორედ, ამ მიზნით ვაკეთებ, ეს არის გამაფრთხილებელი და ერთადერთი გზა, რომელიც თქვენზე მუშაობს, სხვა არც ერთი მექანიზმი თქვენზე არ მუშაობს გარდა საჯარო წნეხისა, ამ საჯარო წნეხს კი, ჩვენ სრულად გამოვიყენებთ და აუცილებლად გვექნება რეაქცია ყველა მსგავსი ტიპის უკანონობაზე, რაც შეიძლება თქვენ ჩაიდინოთ. მესმის, რომ სტრატეგია აღმაშენებელს აქვს მზარდი რეიტინგი და ეს გაწუხებთ, ამიტომ გადახვედით ასეთი ტიპის შანტაჟსა და შევიწროებაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან თქვენ ხართ ჩვეულებრივი დამნაშავეები, რომლებიც მოკალათებული ხართ ხელისუფლებაში და უბრალოდ უნდა გაგისტუმროთ 31 ოქტომბერს და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები