ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ კარგი შედეგი დადგეს — კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა მხოლოდ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მდიდარი საქართველო, თუმცა მას არ უსაუბრია იმ კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ დადგება ეს შედეგი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო სწორედ ამით განსხვავდება სხვა პოლიტიკური ძალებისაგან, რომ პარტიას აქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული რეფორმებით, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე კრიზიდან.
"დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც ის სასწრაფოდ გამოსაყვანია. სასწრაფოდ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც სჭირდება კონკრეტული ხედვა რა უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორი არის მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი. თუმცა, არ იყო ნახსენები ის კონკრეტული გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ეს მძიმესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ისაა, რომ ჩვენ, ევროპულ საქართველოს, გვაქვს მომავლის ხედვა, მიმართულება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს მწვავე კრიზისი დაიძლიოს და ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, ქვეყანა წავიდეს წინ და არა უკან. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი, ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისის ნამდვილად არ არის", — აღნიშნავს კაპანაძე.
მისი თქმით, ევროპული საქართველო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გადასახადები სწრაფად შემცირდეს, რათა გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს.
"რეფორმების შედეგად მეტი ფული დარჩებათ ოჯახებს — ყოველწლირად 2000 ლარზე მეტი. ეს უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს საკუთრების ხალხისთვის გადაცემა და 2-მილიარდიანი ფლანგვის შეჩერება, რომელიც ამ კრიზისისკენ მიგვერეკება. უნდა მოხდეს კონკრეტული გზებით სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა, როგორებიცაა ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, არჩევითი შერიფები და ა.შ. სწორედ ეს არის ის, რაზეც ევროპული საქართველო საუბრობს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი და არა უბრალოდ სადღეგრძელოზე, თუ რა გვინდა, რომ მოხდეს მომავალში", — აღნიშნავს კაპანაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები