14 წლის შემდეგ Keeping Up With the Kardashians სრულდება
ფოტო: E!
ცნობილი ამერიკული რეალითი შოუ Keeping Up with the Kardashians მომავალ წელს მეოცე სეზონის გამოსვლის შემდეგ დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაცია კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით გაავრცელეს:
"14 წლის, 20 სეზონის, ასეულობით ეპიზოდისა და რამდენიმე სპინოფ შოუს შემდეგ ჩვენ, როგორც ოჯახმა, გადავწყვიტეთ, რომ ეს განსაკუთრებული მოგზაურობა დავასრულოთ. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც ამ წლების განმავლობაში თვალს გვადევნებდით და ჩვენთან ერთად იზიარებდით კარგ თუ ცუდ პერიოდებს, ბედნიერებას, ცრემლებს და ურთიერთობებს. მუდამ გავუფრთხილდებით ამ შესანიშნავ მოგონებებსა და იმ უამრავ ადამიანს, რომელთაც ამ გრძელ გზაზე შევხვდით", — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს კრის ჯენერი, კორტნი კარდაშიანი, კიმ კარდაშიან-ვესტი, ქლოი კარდაშიანი, რობ კარდაშიანი, კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი და სკოტ დისიკი აწერენ.
Keeping Up with the Kardashians-ის პრემიერა 2007 წელს შედგა და მალევე ის პოპკულტურის ნამდვილი სენსაცია გახდა: ამ პროექტმა სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს სტატუსის მოპოვებასთან ერთად სხვა მსგავსი შოუების წარმატებასაც შეუწყო ხელი.
როგორც The Guardian წერს, შოუ თავდაპირველად კრის კარდაშიანისა და მისი შვილების — კიმის, კორტნისა და ქლოის ირგვლივ ვითარდებოდა, შემდეგ კი მათ შედარებით ახალგაზრდა კენდალი და კაილი ჯენერებიც შეუერთდნენ. Keeping Up with the Kardashians მათი ყოველდღიური ცხოვრების ისეთი დეტალების შესახებ მოუთხრობდა მაყურებელს, როგორიცაა სასიყვარულო თუ საქმიანი ურთიერთობები.
შოუმ კარდაშიან-ჯენერების ოჯახი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან სახეებად აქცია: ისინი ფლობენ არაერთ მსხვილ ბიზნესს და მათი შემოსავლები მილიარდებს აღემატება.
"ამ პროექტის გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. წარმოუდგენლად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვიყურებდა და მხარს გვიჭერდა მე და ჩემს ოჯახს ამ 14 შესანიშნავი წლის განმავლობაში", — წერს კიმ კარდაშიანი თავის ინსტაგრამზე, სადაც 188 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები