როგორ გავზარდოთ ონლაინ მაღაზიის გაყიდვები — რჩევები ბალანსისგან
გაყიდვების ზრდა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია კერძო ბიზნესში, არ აქვს მნიშვნელობა — იქნება ეს სერვისი თუ პროდუქტი. მაშინ, როდესაც ლოკალური მაღაზიებისათვის ონლაინ რესურსები შეიძლება გაყიდვების გაზრდის მხოლოდ დამატებითი არხი იყოს, Online მაღაზიებისთვის ინტერნეტ გაყიდვები პრიორიტეტია. ამ სტატიაში საბუღალტრო პროგრამა ბალანსი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ონლაინ გაყიდვები.
1. დაწერეთ სრული სიმართლე თქვენ შესახებ
მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ და აფასებენ ბრენდის გულწრფელობას, ეს ზრდის ნდობასა და ლოიალობას, რაც ავტომატურად აისახება გაყიდვებზე. ყველა არხში, სადაც საკუთარ თავზე საუბრობთ, სჯობს მაქსიმალურად გულწრფელები იყოთ — ოფიციალურ ვებ გვერდზე, სოც.მედია კამპანიებში, კომპანიის შესახებ ინტერვიუებში და ა.შ. აღნიშნული ეხება კომპანიის პოზიციონირების საკითხსაც. თუ პატარა კომპანია გაქვთ, რომელშიც 20 თანამშრომელია დასაქმებული, თავს ამაზონის მასშტაბების კომპანიასავით ნუ შეიქებთ. არ დაგავიწყდეთ, ზოგჯერ მომხმარებლები პატარა კომპანიას მეტ უპირატესობა ანიჭებენ, ვინაიდან ასეთი კომპანიები მეტ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლების ინდივიდუალიზმს და ბევრად პერსონიფიცირებული არიან.
2. ყურადღება მიაქციეთ მარაგებს
ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები ონლაინ მაღაზიაში ნივთს შეარჩევენ, ხოლო შემდეგ აღმოჩნდება რომ ეს ნივთი მარაგში აღარ არის. ასეთ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, კომპანია ზარალობს არ გაყიდული ნივთით, თუმცა პლუს ამას შეიძლება მომხმარებელი გაღიზიანდეს და ბრენდისადმი ნდობა დაკარგოს - აქ უკვე მომხმარებელსაც კარგავთ, რაც არაერთ გაყიდულ პროდუქტს უდრის. იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირდეს, საჭიროა საწყობის მართვა, მასქიმალურად ოპტიმალურად.
შეარჩიეთ ისეთი მაღაზიის პროგრამა ან საწყობის პროგრამა, რომელსაც დააინტეგრირებთ ონლაინ მაღაზიასთან. პროგრამით გააკონტროლებთ პროდუქციაზე მოთხოვნა-მიწოდებას, შედეგად კი მარაგები არასდროს არ გაგინულდებათ. ინტეგრაციის გარეშე დიდი რაოდენობის გაყიდვების კონტროლი ექსელის ფაილით ან სხვა ცალკეული პროგრამული უზრუნველყოფით არც თუ ისე მარტივია და შედარებით დიდ დროით რესურსს საჭიროებს.
3. ონლაინ რეკლამებში გამოიყენეთ რამდენიმე ლინკი
მომხმარებლებს სასურველი ნივთის მოძებნაზე დახარჯულ დროს შეუმცირებთ, თუ Google Ads რამდენიმე ლინკით გაუშვებთ, მაგალითად ისე როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა გამოსახული.
ნივთები შეგიძლიათ გაყოთ რამდენიმე ძირითად კატეგორიად — ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელი, ან სპორტული და კლასიკური. ეს სრულად დამოკიდებულია თქვენს პროდუქტზე და საბოლოო ჯამში მომხმარებელს ძებნის პროცესს უმარტივებს.
ფოტო: ბალანსი
4. მომხმარებლების შეფასება მნიშვნელოვანია
დღევანდელ სოციალურ სამყაროში, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბრენდის მომხმარებლების შეფასება. თუ თქვენ უკვე გყავთ კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებლები შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ მათი შეფასება თქვენს ციფრულ არხებში — საიტზე, სოც.მედიაში და ა.შ.
პოტენციურ მომხმარებლებზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს თუ სხვა მომხმარებელს მოსწონს ბრენდი. მომხმარებლების რეკომენდაცია საუკეთესო რეკლამაა.
5. შეამცირეთ ნაბიჯები
კიდევ ერთი "ბარიერი", რომელიც მომხმარებელს ყიდვისგან აფერხებს, არის ონლაინ შესყიდვის დროს ბევრი შესავსები და მოსანიშნი ველი. Business Insider-მა დაწერა, რომ გასულ წელს მომხმარებლებმა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის პროდუქციის შეძენა მიატოვეს შუა გზაში. გახსოვდეთ, რაც უფრო გავუმარტივებთ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენას, მით უფრო გაიზრდება გაყიდვები.
6. თანხის დაბრუნების პირობა გაყიდვებს ასტიმულირებს
თანხის დაბრუნების პირობა მომხმარებლებს ფინანსური რისკის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს. როცა დარწმუნებული ხართ თქვენი პროდუქტის ხარისხში, შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ მომხმარებლებს თანხის დაბრუნება. ამით მათ ყიდვისგან თავის შეკავების ბარიერს მოუხსნით.
7. პროდუქცია და რეკლამა კონსისტენტური უნდა იყოს
თუ რეკლამას კონკრეტული პროდუქტის ფასდაკლების შესახებ გაუშვებთ, მასზე გადმოსულ მომხმარებელს კონკრეტულად ეს პროდუქცია უნდა დაახვედროთ. ხშირად რეკლამიდან მომხმარებლები არათემატურ კონტენტზე გადაჰყავთ, რაც არასწორია. რეკლამით დაინტერესებულ მომხმარებელს პირველ რიგში კონტენტი რეკლამაში გამოტანილ შეთავაზებაზე უნდა დაახვედროთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შეთავაზებების სისტემა.
8. მნიშვნელოვანია, როგორ წარმოაჩენთ პროდუქციას
ონლაინ გაყიდვებში, როდესაც მომხმარებელი დისტანციურად არჩევს ნივთებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქციის ვიზუალი, ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენთ. პროდუქციის ფოტო და ვიდეო მასალა უნდა იყოს ხარისხიანი, ისევე როგორც, სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული.
9. შესთავაზეთ მომხმარებლებს ალტერნატიული პროდუქტი
მომხმარებელს ბევრად გაუადვილდება თქვენს ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის პოვნა, თუ მის მიერ შერჩეული ნივთთან ერთად შესთავაზებთ იმავე ან მსგავსი მახასიათებლების პროდუქტებს. ვინაიდან ონლაინ მაღაზიაში კონსულტანტები არ არიან, აუცილებელია შეთავაზებების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს სასურველი ნივთის შერჩევაში დაეხმარება.
10. დაწერეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი კომპანიის და პროდუქტების შესახებ
ნუ დაივიწყებთ, რომ პოტენციურმა მომხმარებლებმა სულაც არ იციან იმდენივე თქვენი პროდუქციის, ბაზრისა და საქმიანობის სფეროს შესახებ, რამდენიც თქვენ თავად. მარკეტერებს, გაყიდვების მენეჯერებს და ზოგადად კომპანიების წარმომადგენლებს ხშირად ჰგონიათ, რომ მომხმარებელი ვალდებულია, ჰქონდეს სრული ინფორმაცია სასურველი ნივთის ან პროდუქციის შესახებ. თუმცა, ეს ასე არაა. დაწერეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პროდუქციის შესახებ, ისეთი დეტალებიც კი, რომელზეც ფიქრობთ, რომ ყველასთვის ისედაც ცნობილია.
11. ფასების განაწილება მნიშვნელოვანია
აღმოჩნდა რომ, მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ არც ყველაზე ძვირ და არც ყველაზე იაფ პროდუქტს — ანუ ხშირად ირჩევენ საშუალო ფასის პროდუქციას. ფსიქოლოგები ამ ფაქტს ასიმეტრიული დომინირების ეფექტს უწოდებენ. კომპანიები ხშირად იყენებენ ამ ფაქტორს მათთვის სასურველი პროდუქციის გაყიდვების წასახალისებლად.
12. შესთავაზეთ მომხმარებლებს უფასო სერვისი
მომხმარებლებს უყვართ უფასო სერვისი, მაგალითად ტრანსპორტირების, მონტაჟის და ა.შ. თუ თქვენი პროდუქცია გაძლევთ ამის საშულებას, შესთავაზეთ მათ უფასო მომსახურება.
13. გამოიყენეთ Opt-In შეთავაზებები
Opt-In შეთავაზებები საშუალებას მოგცემთ შექმნათ პოტენციური მომხმარებლების ბაზა — ანუ იმ ადამიანებისა, ვინც უკვე მოიზიდეთ, პროდუქტით დააინტერესეთ, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს საიტზე მოხვდა. შეიძლება მათ საბოლოო ჯამში სულაც არ შეიძინონ თქვენი პროდუქტი, თუმცა იქნებიან თქვენს ბაზაში, შესაბამისად მოგცემენ საშუალებას, სხვა დროსაც გააცნოთ შეთავაზებები, აჩვენოთ რეკლამა და ა.შ.
14. გააკეთეთ რემარტეტინგი
სწორედ რემარკეტინგში გამოიყენებთ მომხმარებლების ბაზას. ონლაინ სავაჭრო კომპანიები მარკეტინგში საკმაოდ დიდ ფულად რესურსს დებენ — მომხმარებელს იზიდავენ, საკუთარ თავსა და პროდუქციას აცნობენ და შემდეგ ამით ამთავრებენ კამპანიას. ეს ნიშნავს, რომ ფულადი რესურსი გაწეულია ერთჯერად დაინტერესებაზე. სხვადასხვა სახის ონლაინ მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას ავტომატურად იქმნება მომხმარებლების ბაზა - facebook-ზე, google-ის ციფრულ პროდუქტებში, სავაჭრო პლატფორმაზე — რეგისტრაციების, Opt-In შეთავაზებების, გაყიდვების, ბლოგის გამოწერის და სხვა მსგავსი აქტივობების შედეგად. ამ ბაზების გამოყენება ეფექტურია. მომხმარებელმა უკვე იცის თქვენს შესახებ, შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციისადმი უფრო გახსნილი იქნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები