დემონსტრირება მოვახდინე, რომ მეც აქ ვარ — ლუკაშენკო იარაღით გამოჩენაზე
ფოტო: ნეტგაზეთი
ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა, რატომ გადაუფრინა დამოუკიდებლობის სახლთან შეკრებილი ხალხს ვერტმფრენით და რატომ გამოჩნდა იმ დღეს, 23 აგვისტოს იარაღით ხელში. მისი მტკიცებით, უნდოდა, ზემოდან დაკვირვებოდა აქციას, როცა "კოსმოსიდან ყველაფრის მაკონტროლებელმა" ამერიკელებმა შენიშნეს, "თავიანთ ცენტრს სიგნალი გადასცეს" და ხალხმა დაშლა მოასწრო. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა TUT.BY-მ გაავრცელა.
მე-6 ვადით გაპრეზიდენტებულმა თქვა, რომ სწორედ იმ დღეს ტელეგრამ არხების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, "თითქოს, იგი ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა" და ამის უარყოფას ეცადა.
ლუკაშენკო ჟურნალისტებს: ვთქვათ, ჩემ ადგილას ხართ, როგორია თქვენი ქმედება?
ჟურნალისტი: ვაჩვენებდი, რომ ადგილზე ვარ.
ლუკაშენკო: მეც ვაჩვენე, რომ ჩემ ადგილას ვარ. მშიშარა არ ვარ. არ მეშინია.
შემდეგ კი ლუკაშენკომ დაიწყო იმ დღის შესახებ თხრობა:
"დამოუკიდებლობის სახლში სადამკვირვებლო ცენტრი მაქვს. კამერებით ვხედავ ყველაფერს, რაც მინსკში ხდება. გახსოვთ, ალბათ, ისინი პირველად აქ, დამოუკიდებლობის სახლში შემოიჭრნენ (იგულისხმება აქციის მონაწილეები). ცხადია, ჩვენ ეს ვერსია წინასწარ განხილული გვქონდა და სახლიც დაცული იყო. მაგრამ როცა მათ დროზდის მახლობლად გადმოინაცვლეს, ზუსტად ორ კილომეტრში რეზიდენციაში ვერტმფრენი მაქვს. ვფიქრობ, უნდა მენახა, იქ რა ხდებოდა. ჰოდა, ის არის, ჩავჯექი ვერტმფრენში და ამერიკელი ნაძირლები, ხომ იცით, კომოსიდან ყველაფერს უყურებენ, მაშინვე ვარშავის მახლობლად მდებარე თავიანთ ცენტრს გადასცეს სიგნალი, რომ ვერტმფრენი აფრინდა. როგორც კი ეს გაიგეს, მაშინვე დაშლა დაიწყეს. რა თქმა უნდა, მე მაინც ავფრინდი, გადავხედე ზემოდან, რა ხდებოდა. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ბოევიკი იყო დარჩენილი", — ამტკიცებდა ლუკაშენკო.
ლუკაშენკომ განმარტა, რომ თან ახლდა უსაფრთხოების სამსახურიდან რამდენიმე ადამიანი, ანტიტერორისტული განყოფილებიდან კიდევ 3-4 ადამიანი და თავისი შვილი ნიკოლაი.
"დემონსტრირება მოვახდინე, რომ მეც აქ ვარ და ჩემი შვილებიც. თუმცა, ჩემი პრესმდივანი მომდევდა, რომ გარეთ არ გამოვსულიყავი — ვაიდა, სნაიპერი ყოფილიყო სადმე?" — განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე, ლუკაშენკომ აღნიშნა, არ შეეძლო გარეთ არ გასულიყო და უსაფრთხოების სამსახურისთვის მადლობა არ გადაეხადა — "მადლობა გადამეხადა ამ ადამიანებისთვის, რომელიც ჯაჭვში იდგნენ და ძალიან ღირსეულად ეჭირათ თავი".
23 აგვისტოს მიმდინარე მასობრივი აქციის მონაწილეები დამოუკიდებლობის სახლისკენ დაიძრნენ, სადაც მათ სპეცრაზმი დახვდა. ხალხი გარკვეული დროით მიმდებარედ დადგა, ლოზუნგებს ყვიროდა და მოგვიანებით დაიშალა.
ამის შემდეგ კი რეზიდენციიდან ქვეყნის პრეზიდენტი ხელში იარაღით გამოვიდა. თან ახლდა 15 წლის შვილი, ნიკოლაი, სამხედრო ფორმაში, ბრონის ჟილეტითა და იარაღით. სპეცრაზმთან მიახლოების შემდეგ, ლუკაშენკომ მათ ლამაზები უწოდა, რის შემდეგაც "ლამაზმა სპეცრაზმმა" იგი ტაშით დააჯილდოვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები