გამოვედი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს ნული შანსი აქვს, რომ ვინმე დააშინოს — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
9 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ზუგდიდს ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ლელოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს არის გარდამტეხი მომენტი. ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუ სად გვინდა ვიყოთ ხვალ.
"ვიყოთ ღატაკები, თუ წარმატებულები, ამ არჩევანს ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, XXI საუკუნეში იდგეს იქ, სადაც დღეს დგას. ჩვენ 30 წელი ვიარეთ იმისთვის, რომ რა შეცდომებიც დავუშვით, იგივე არ დავუშვათ და წინ ვიაროთ, წარმატებისკენ. რაღაც პერიოდი ალბათ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, ვაშენებდი კომპანიებს, სამუშაო ადგილებს ვქმნიდი და ალბათ ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გამომრჩა, — აცხადებს ხაზარაძე.
მისივე თქმით, რაც დღეს ხდება, რა პირობებშიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს ცხოვრება, არის სირცხვილი და ეს უნდა გამოსწორდეს.
"მოვდივარ კომბინატის დასახლებიდან და ამ მაგალითს ვყვები მათზე, მე დღეს ჩემი სახელით ყველას ბოდიში მოვუხადე, რადგან ამ მდგომარეობაში ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამას მივეჩვიეთ ან მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს უნდა შევცვალოთ, ფუნდამენტურად. რეალურად ლელოს მარშალის პროგრამა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმაა და მე ამას გპირდებით, რომ ამ გეგმით 4 წელში ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება", — აღნიშნავს ის.
ხაზარაძეს თქმით, ისინი აუცილებლად აამოქმედებენ ანაკლიას, რომელიც "რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გააჩერა", რათა ხალხი დასაქმდეს.
"ივანიშვილს კი ვეტყვი, რომ მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში. ვაფრთხილებ სუსს და სხვა პროვოკატორებს, რომ ვერ შეგვაშინებთ, ვერც მე და ვერც ჩემს გუნდს, რადგან ლელო ახალი რეალობისთვის იბრძვის", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ზუგდიდის ოლქში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას თქმით, ანაკლია არის გზა, რომელიც ღირსეულად დაგვაბრუნებს აფხაზეთში. ამის გაკეთება კი მხოლოდ ლელოს შეუძლია.
"მე არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ჩემს მეგობარს ჩემ გვერდით დგომის ეშინია, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოპონენტი ვარ. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვაშენებდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ ძლიერი პარტიის გვერდით, რომელიც ანაკლიის პროექტის მეშვეობით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში ღირსეულად დაგვაბრუნებს", — აცხადებს ბელქანია.
მოსახლეობის წინაშე სიტყვით ლელოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან სამუშია წარსდგა და ადგილობრივებს განუმარტა, თუ რა გაუსაძლის პირობებში აცხოვრებს ქართული ოცნება ადამიანებს.
"31 ოქტომბერს იმ ჭაობიდან გამოვალთ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩასვა. ხოლო ლელო იქნება ის მედროშე ძალა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან გამოიყვანს. ქვეყანაში სიდუხჭირეში მცხოვრები ხალხი არის იმ ოცნების სახე, რომლებიც ქვეყანაში სიპებს და ააიპებს ქმნიან, კორუფციაში იხრჩობიან და ადამიანები სიდუხჭირისთვის ჰყავთ განწირული. ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ დაიწყება წინ მიმავალი ცვლილებები. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დასავლეთისკენაა და ამ გზით ვივლით", — აღნიშნა ლევან სამუშიამ.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა ლელოს სახით შემოდის იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს იმედი, რომ მომავალ თაობას ექნება განვითარების პერსპექტივა, რომ 30 წლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ მოახდინონ გარღვევა და ქვეყანა გახდეს ისეთი ძლიერი, როგორი ქვეყნისთვისაც იბრძოდა ქართველი ერი.
"რთული ოქტომბერი გველოდება წინ, რადგან რუსული მანქანა ქართული ოცნების სახით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვერევიან", — აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები