ობიექტივი, პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში — ვინ იყენებდა ყველაზე ხშირად სიძულვილის ენას
ფოტო: IMMIGRATIONREFORM
ტვ ობიექტივი, პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში — 2019 წლის სიძულვილის ენის მედიამონიტორინგში ისევ ეს აქტორები ლიდერობენ. მონიტორინგის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი დააკვირდა მედია საშუალებებს, პოლიტიკურ კლასს, სასულიერო პირებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს.
ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში სულ ორი ათასამდე დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ჰომოფობიური შინაარსის იყო, რასაც ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს. მათივე თქმით, 2018 წელთან შედარებით, ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, ქსენოფობიური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი და რასისტული კომენტარები კი შემცირებული
ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები
მონიტორინგის პერიოდში სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა:
- 63.3 პროცენტი — ჰომოფობიური შინაარსის;
- 28.1 პროცენტი — ქსენოფობიური შინაარსი;
- 4.4 პროცენტი — სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის შემცველი განცხადება;
- 4 პროცენტი — რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია;
- 0.2 პროცენტი — რასისტული კომენტარები.
ანგარიშში ჩანს, რომ 2018 წელთან შედარებით ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, 732-დან 1214-მდე. ქსენოფობიური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი და რასისტული კომენტარები კი — შემცირებული.
სიძულვილის ენა წყაროების მიხედვით
ანგარიშის მიხედვით, სიძულვილის ენის შემცველი ყველაზე მეტი კომენტარი მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, რასაც მოსდევს პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარები. მომდევნო პოზიციებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სასულიერო პირები ინაწილებენ.
მედია
ანაგრიშის თანახმად,სიძულვილის ენის მედია წყაროები არ იცვლებიან. სიძულვილის ენის ტირაჟირებას ყველაზე ხშირად კრემლთან დაკავშირებული საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტები და ავტორები ახდენდნენ. მეორე ადგილზეა ეთნო-ნაციონალისტური გამოცემა ასავალ-დასავალი. შემდეგი ადგილები კი ასე ნაწილდება: პრორუსულ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტელევიზია ობიექტივი, კრემლისტური სააგენტო საქინფორმი, ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი ალია და გაზეთი რეზონანსი.
ყველაზე მეტი რესპონდენტი, რომელიც სიძულვილის ენას მიმართავდა, ტვ ობიექტივს ჰყავდა. მსგავსი რესპონდენტების მაღალი მაჩვენებლი აქვს გამოცემებს: მარშალპრესი, ასავალ-დასავალი, საქართველო და მსოფლიო, სააგენტო ინტერპრესნიუსი და გაზეთი ალია.
მედიის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა მოიცავს:
- ჰომოფობიური კომენტარებს,
- ქსენოფობიას,
- თურქოფობიას,
- არმენოფობიას.
სხვადასხვა გზავნილებს შორის იყო მიწის უცხოელებზე გასხვისების წინააღმდეგ მიმართული მესიჯები, ასევე, ეთნიკური უმცირესობების სეპარატიზმის საფრთხედ წარმოჩენის მცდელობები.
რაც შეეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, ანგარიშში ვხედავთ, რომ კომენტარების უმრავლესობა ისლამოფობიური შინაარსისაა. თანაბარი იყო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიისა და იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები.
პოლიტიკოსები
როგორც ანგარიშში ჩანს, პარტიებიდან სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსის წევრები მიმართავენ. მათ მოსდევს ქართული დასის, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსა და ქართული იდეის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები. შემდეგი ადგილები კი ასე განაწილდა:
- ქართული ოცნება,
- ნაციონალური მოძრაობა,
- თავისუფალი საქართველო,
- ნეიტრალური სოციალისტური საქართველო,
- ლეიბორისტული პარტია,
- თეთრები.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
MDF-ს ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად მიმართავდა:
- ქართული მარში;
- ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება;
- უფლებადამცველთა გაერთიანება;
- პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდი;
- ქართული მისია;
- სახალხო კრება;
- ევრაზიის ინსტიტუტი.
ამ ჩამოთვლილი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ჭარბობდა ჰომოფობიური აზრი, რომ ლგბტ თემის აქტივობები გარყვნილების პროპაგანდაა. ისმოდა მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებები. ამასთან, ანგარიშში წერენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპრტოტესტო აქცია ლგბტ თემთან და გეი აღლუმთან დაუსაბუთებლად იყო დაკავშირებული.
სასულიერო პირები
ანგარიშის თანახმად, სასულიერო პირების განცხადებათა უმეტესობა ჰომოფობიური შინაარსის იყო, რასაც მოსდევდა ქსენოფობიური, რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციული, სიძულვილის გამაღვივებელი და რასისტული კომენტარები. იმ ღვთისმსახურთა მოწინავე ოთხეული კი, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს, ასე გამოიყურება:
- გიორგი რაზმაძე;
- დავით ისაკაძე;
- დავით ქვლივიძე;
- სპირიდონ აბულაძე.
საზოგადოება
რაც შეეხება საზოგადოების წევრებს,სასულიერო პირებისა არ იყოს, მათ მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებათა უმრავლესობაც ჰომოფობიურია. სიძულვილის ენით მოსარგებლეთა შორის კი მოწინავე ბიზნესმენი ლევან ვასაძეა. მის შემდეგ კი სია ასე ნაწილდება:
- ობიექტივის ტელემაყურებელი;
- გურამ ქართველიშვილი;
- თამარ კიკნაძე;
- რეზო ამაშუკელი;
- გია გაბრიჭიძე.
მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, მონიტორინგის სუბიექტებად მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია ჰქოდნათ შერჩეული. დაკვირვება ხორციელდებოდა 15 მედია საშუალებაზე 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მონიტორინგი როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მონაცემებს ასახავს. რაოდენობრივი ნაწილი მოიცავს დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობას თემატიკისა და წყაროების მიხედვით, ხოლო თვისებრივ ნაწილში გზავნილის ტიპოლოგიაა მოცემული.
ანგარიში საქართველოს გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში






კომენტარები