ჰალი ბერის დაჯერება უჭირს, რომ დღემდე ერთადერთი შავკანიანი მსახიობია, ვინც ქალის საუკეთესო როლისთვის ოსკარი მიიღო
ფოტო: GETTY
ამერიკელ მსახიობ ჰალი ბერის გრძელი და წარმატებული კარიერა ჰქონდა და 2002 წელს ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა: ფილმში Monster's Ball შესრულებული როლით ოსკარის ჯილდო მიიღო და ამით პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელსაც ოსკარი გადაეცა ქალის მთავარი როლის ნომინაციაში.
ამ ფაქტიდან 18 წელი გავიდა და როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ რამდენმა შავკანიანმა ქალმა მოახერხა იგივე?
ფოტო: Giphy
ვერც ერთმა.
და ამ ფაქტით თავად ჰალი ბერიც გაოცებულია.
ფოტო: Giphy
9 სექტემბერს Variety-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ოსკარზე გამარჯვება მისთვის "ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო", რადგან ამდენი წლის შემდეგაც კვლავ ერთადერთი შავკანიანი მსახიობია, რომელმაც ქალის მთავარი როლის ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა.
2002 წლიდან დღემდე რამდენიმე შავკანიანმა ქალმა მიიღო ოსკარი — ჯენიფერ ჰადსონმა, მონიქმა, ვაიოლა დევისმა, ოქტავია სპენსერმა, ლუპიტა ნიონგომ და სულ ბოლოს რეჯინა კინგმა, თუმცა მათ ჯილდო ქალის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში გადაეცათ.
ჰალი ბერი ახალ ინტერვიუში თავისი გამარჯვების შემდგომ მოლოდინებს იხსენებს:
"მეორე დღეს გავიფიქრე: "რა მაგარია, მე ამირჩიეს, რომ კარი გამეღო და სხვებისთვის წარმატების გზა გამეხსნა". მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ ყოფილა... საკუთარ თავს ვეკითხები: "ეს ზოგადად მნიშვნელოვანი მომენტი იყო თუ უბრალოდ მხოლოდ ჩემთვის ნიშნავდა რაღაცას?" მინდოდა მერწმუნა, რომ ეს მოვლენა უფრო დიდი რამის მომასწავებელი იყო, ვიდრე უბრალოდ ჩემი გამარჯვება".
2002 წლის შემდეგ ქალის მთავარი როლის ნომინაციაში სულ ხუთი შავკანიანი მსახიობი იყო წარდგენილი და ჰალი ბერი მიიჩნევს, რომ მათგან რუთ ნეგას შესრულება ფილმში Loving (2016) და სინტია ერივო ფილმით Harriet (2019) გამარჯვებას იმსახურებდა.
მან იმ დაბრკოლებებზეც ისაუბრა, რომელსაც ოსკარის მიღების შემდეგ კარგი როლების მიღებისას გადააწყდა:
"მხოლოდ იმის გამო, რომ ოსკარი მივიღე, არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნობით მეორე დღეს უკვე გარანტირებული ადგილი მქონდა კინოინდუსტრიაში. ვფიქრობდი: "შესანიშნავი სცენარები მოვა ჩემამდე და დიდებული რეჟისორები დამიკაკუნებენ კარზე". ასე სულაც არ მომხდარა. პირიქით — ყველაფერი უფრო გართულდა და ამას ხშირად ოსკარების წყევლას უწოდებენ".
ფოტო: Tumblr
ჰალი ბერიმ 2004 წელს გამოსულ ფილმზეც Catwoman ისაუბრა, რომელიც მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პროექტად ითვლება.
"დიდებული შანსი იყო ფერადკანიანი ქალისთვის, რომ სუპერგმირი გამხდარიყო. რატომ არ უნდა მეცადა?", — ამბობს ოსკაროსანი მსახიობი ინტერვიუში.
Catwoman-მა როგორც ჟანრის მოყვარულებისგან, ისე კრიტიკოსებისგან ძირითადად უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. როგორც ბერი აღნიშნავს, ის აცნობიერებდა იმას, რომ სცენარს ბევრი ხარვეზი ჰქონდა და გადამღებ გუნდს ცვლილებებს სთხოვდა:
"რატომ არ შეიძლება ქეთვუნმაც ისევე შეძლოს სამყაროს გადარჩენა, როგორც ამას ბეტმენი და სუპერმენი ახერხებენ? რატომ უნდა დაეცვა მას უბრალოდ ქალები ცუდი სახის კრემისგან?"
ფოტო: Tumblr
სულ მალე მაყურებელი მის ახალ ფილმს Bruised იხილავს, რომელშიც ჰალი ბერიმ მთავარ როლთან ერთად რეჟისორის ამპლუაც მოირგო, რითიც, როგორც თავად აღნიშნავს, "საკუთარი ხმა დაიბრუნა" და სცადა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც თავად მიაჩნდა სწორად.
ბევრისთვის კარგად ცნობილია, რომ ოსკარების დაჯილდოებას ხშირად აკრიტიკებენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების არასათანადო რეპრეზენტაციის გამო: კრიტიკოსების აზრით, ძირითადად მხოლოდ თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი კაცების შემოქმედებას ექცევა ყურადღება.
სწორედ ამის "გამოსასწორებლად" ამერიკის კინოაკადემიამ ცოტა ხნის წინ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მხოლოდ იმ კინოსურათებს განიხილავენ, რომელთა სამსახიობო გუნდში, გადამღებ ჯგუფში, სპეციალურ სასწავლო ტრენინგებში ან მარკეტინგულ კამპანიაში ჩართულები იყვნენ საზოგადოების იმ ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეინსტრიმულ კულტურაში არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი — ქალები, LGBTQ+ თემის წევრები, რასობრივი თუ ეთნიკური უმცირესობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები