ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 კითხვა გახარიას
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი, თელავის,ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას 6 კითხვით მიმართავს. კითხვები ეხება ხელისუფლების მზაობას სხვადასხვა სექტორში.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად ეფექტიანად გამოიყენა საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეკავების 7-თვიანი პერიოდი. უფრო კონკრეტულად, მისივე თქმით, გახარიას მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს 6 საკითხზე დასმულ კითხვებს და საზოგადოებას გააცნოს შემდეგი ინფორმაცია.
1. ჰოსპიტალური სექტორის მომზადება
გაზაფხულზე, ინფიცირებულთა მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც, მაღალი იყო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი. ექიმებისა და ექთნების ინფიცირების შესახებ გვესმის დღესაც.
დროის გასვლასთან ერთად, რატომ იკლებს და არ იმატებს კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლების რაოდენობა?
რა ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ისა და ცხელების კლინიკებში, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, რომ ყველგან სათანადოდ იყოს დანერგილი და აწყობილი ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები?
რამდენადაა სამედიცინო პერსონალი სათანადოდ აღჭურვილი, რომ ისინიც დაცულები იყვნენ და მათთან მისული არა კოვიდპაციენტებიც პაციენტებიც?
რატომ დგას კვლავ მწვავედ სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი და რამდენად გამართლებულია ჯანდაცვის სამინისტროს სადამსჯელო ღონისძიებები ექიმებისა და საავადმყოფოების მიმართ?
2. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომზადება
ყველა ქვეყანაში, სადაც, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, წარმატებით უმკლავდებიან ეპიდემიას, მსუბუქი სიპმტომების მქონე და უსიპმტომო პაციენტებს მართავენ ამბულატორიულად, თვითიზოლაციაში, სახლებში. გახარიას მთავრობამ გადაწყვიტა ამ ადამიანებს საკარანტინო სივრცეებში უმკურნალოს, რაც დამატებით მილიონობით ლარი დაჯდება.
რითია ეს გადაწყვეტილება განპირობებული? ჯანდაცვის სამინისტრო არ ენდობა ოჯახის და სოფლის ექიმებს? არ მოამზადა სათანადოდ? რა იქნება ოჯახის/სოფლის ექიმის როლი ამ პროცესში?
საკარანტინო სივრცეში განთავსების შიში ხომ არ გაზრდის იმ მსუბუქსიმპტომიან ინფიცირებულთა რიცხვს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას?
3. გრიპის ვაქცინა
გაზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიოს ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მომავალი ზამთარი იქნება კრიტიკული, რადგან ახალი კორონავირუსის ეპიდემიას დაემატება გრიპის სეზონური ეპიდემია.
რამდენი გრიპის ვაქცინა შეიძინა მთავრობამ? თუ აქაც იგივე შეიძლება დაგვემართოს, რაც გაზაფხულზე ტესტებთან დაკავშირებით დაგვემართა?
ისევ და ისევ, პირველადი ჯანდაცვის რგოლს აქვს თუ არა სათანადო ინსტრუქცია, როგორ იმოქმედოს, როდესაც მასთან მიმართვიანობა გაათმაგდება სეზონური გრიპის გამო?
4. სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები
ტოტალური ჩაკეტვის პირობებში ათიათასობით ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე და ეს დანაკარგები ვერ დააკომპენსირა იმ მწირმა დახმარებებმა, რომლებიც საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე გაიცა.
იზრუნა თუ არა მთავრობამ განვლილი 7 თვის განმავლობაში სოციალური დაცვის სისტემის, მაგალითად, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, რომ გაზრდილ სიღარიბეს სათანადოდ უპასუხოს?
მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარება უმნიშვნელოა იმ დანაკარგთან შედარებით, რაც საზოგადოებამ მთავრობის მკაცრი, ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი შეზღუდვებით მიიღო. მაგრამ ფულადი დახმარების მიღმა არსებითია სოციალური დაცვის სისტემის სხვა მექანიზმების გაძლიერება და გამოყენება.
გაეროს ბავშვთა ფონდის "მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზიდან" (2019 წელი) შეგახსენებთ:
- "უკანასკნელ წლებში სიღარიბის შემცირების ტემპი საგრძნობლად შენელდა და დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობები სულ უფრო მეტად ხდებიან ვალებზე დამოკიდებულნი",
- "ოჯახების 70%-ის მიერ პროდუქტებისა და მომსახურების მოხმარების მაჩვენებელი გასული რვა წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც იყო საარსებო მინიმუმზე დაბალი";
- "6-თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების 27% ღებულობდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით".
5. საგანმანათლებლო სექტორის მომზადება
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიშის მიხედვით, სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი.
27 თებერვლის შემდეგ მოგიწოდებთ, მიხედოთ ამ საკითხს, მათ შორის, საპარალამენტო მოსმენების ფორმატშიც. რა გააკეთეთ? კონკრეტული რიცხვებით გვიპასუხეთ.
6. ეკონომიკა
ქვეყნის ეკონომიკის სერიოზულმა ვარდნამ მთლიანად გამოჭამა ოჯახების მწირი დანაზოგი.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ გაზაფხულიდან დღემდე ზომიერი, მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე და არა მათ დასჯაზე ორიენტირებული შეზღუდვები არც ასეთ ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა და ქვეყანასაც მეტი რესურსი ექნებოდა მოახლოებული მძიმე ზამთრის წინ?
ტოტალური ჩაკეტვიდან მინიმალური რეგულაციების ტოტალურ უგულებელყოფამდე მისვლა თქვენს მიერ არჩეულმა ზედმეტად მკაცრი შეზღუდვების კურსმა ხომ არ გამოიწვია? როგორ აპირებთ, რომ საზოგადოებამ ის მინიმალური წესები დაიცვას, რაც ინფექციის უფრო მეტად გავრცელებას აგვაცილებს თავიდან?
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები