ჩხოროწყუში მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამარ ბელქანია წარუდგინა
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
დღეს, 11 სექტემბერს ჩხოროწყუში ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა. ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მისი ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ადგილობრივებს ლელოს "მარშალის გეგმის" მნიშვნელობა განუმარტა.
"ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არის სერიოზული გადაწყვეტილება, წამოვედი ბიზნესიდან იმიტომ, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან. ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყანას გამოვიყვანთ სიღატაკიდან, ნეპოტიზმიდან და უიმედობიდან. ამას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, რადგან ლელოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ახალი ხედვები აქვთ და დავამარცხებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც არსებულმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა მიიყვანა. მინდა დავამარცხოთ შიში, რადგან უამრავ ადამიანს ვხვდებით და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით არიან, მაგრამ ეშინიათ, სოციალური დახმარება არ მოუხსნან. 30 წლის წინ საქართველომ იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ეს თავისუფლება ქართულ ოცნებას უნდა, რომ ჩაკლას მოსახლეობაში, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ. არც იმის ნებას მივცემთ, რომ რუსეთისკენ წაგვიყვანონ და რუსული პოლიტიკა მოგვახვიონ თავს. სანამ ამას საბოლოოდ არ დავასრულებთ, ვერ მივალთ სრულ თავისუფლებამდე", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ქვეყნის შენება იმ აუცილებელი პროექტებით უნდა დაიწყოს, რომელიც დასავლეთისკენ წაგვიყვანს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც ლელოს დამფუძნებლებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. ლელოს "მარშალის გეგმა", საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად სხვა რელსზე წაიყვანს, ეს არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ახალი კომპანიების შენების გამოცდილება, ისე, რომ არავის დახმარება არ დაგვჭირვებია, ახლაც იმავეს ვგეგმავთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", — აცხადებს ხაზარაძე.
ადგილობრივებს თამარ ბელქანიამ მიმართა და მათ თავის პოლიტიკურ ცხოვრებასა და შეხედულებებზე ესაუბრა, ბელქანიამ, მოსახლეობას ის გეგმები გააცნო რომლის განხორციელებასაც ლელოსთან ერთად გეგმავს.
"არასდროს ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ლელოში კი იმიტომ მოვედი, რომ ვენდობი მათ და ვიცი, რომ ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ წარმართავენ. მთელი სამყაროს წინაშე დავდგები ოღონდ სამეგრელო გამოვიდეს ამ გაჭირვებიდან და მე ამას ლელოსთან ერთად გავაკეთებ", — განაცხადა თამარ ბელქანიამ.
ლელოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და ლელოსთან ერთად რეგიონში სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრა.
"მე ზურგს მიმაგრებს გუნდი, რომელმაც იცის, ეს ქვეყანა ჭაობიდან როგორ ამოიყვანოს, არათუ ამოიყვანოს, არამედ ზუსტად იცის, როგორ ატაროს იმ გზით, რომელიც წარმატებას მოუტანს. ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, სჭირდებათ კარგი განათლება, ყველა ოჯახს შემოსავალი და ქვეყანას ეკონომიკური კეთილდღეობა. ამ ყველაფრის გასაღები კი ლელოა თავისი რეალისტური გეგმით და დიდი გამოცდილებით", — აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები