აპრილის შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა, მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო — სერგო ჩიხლაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შემქნილ ეპიდვითარებას აფასება და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტორი შექმნილი კრიზისული მდგომარეობისდასაძალევად. ასევე ბუნდოვანია როგორია სახელმწიფო სტრატეგია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, უფრო მეტიც, მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებით გაჯერებულ განცხადებებზეც საუბრობს.
"ჩვენ რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სფეროს და ზოგადად სახელმწიფოს სტრატეგიას კოვიდ—19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამისათვის ჩვენ ჯერ უნდა ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. მათი გამოსვლები რომ შევაფასოთ, ხშირ შემთხვევაში, მათი ცალცალკე განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებითაა გაჯერებული. მთავრობის მტკიცებით, მობილიზებულია 784 საწოლი, მაშინ, როცა, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 600 საწოლია მობილიზებული. უფრო მეტიც, აპრილში აცხადებდნენ, რომ 3 500 საწოლია მობილიზებული და კიდევ 10 000-ის მობილიზებაა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, მათ მიერ დასახელებულ ციფრებში საკმაოდ დიდი განსხვავებაა, მით უფრო აპრილის მონაცემებსა და ახლანდელ მონაცემებს შორის. აპრილის შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი და მობილიზებული საწოლების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო და არა პირიქით შემცირებულიყო", — მიაჩნია ჩიხლაძეს.
მისივე განცხადებით, კოვიდ-19-თან საბრძოლველად, ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჩიხლაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ივნისი-აგვისტოს ახალ სამოქმედო გეგმაში ამ საკითხს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია და ამ მხრივაც სერიოზული ჩავარდნა აქვს.
"განსაკუთრებით კი, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რეგულაციების შესრულებასა და ზედამხედველობაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ახალი საინფორმაციო კამპანია, კლიპი, სოციალური რგოლი და ა.შ. სამინისტროსგან მოსახლეობას არ მიუღია, მათ არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ზაფხულში. ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულა და ამას თავადაც აღიარებენ. კორონავირუსი არსად წასულა და ამაზე ყველა ვთანხმდებით, იმაზე ლაპარაკი რომ 10-15-20 და 30 შემთხვევა შეიძლება ყოველთვის იყოს, ესეც მისაღები მაჩვენებელია. სწორედ ამ პირობებში გვჭირდებოდა ჩვენ მეტი მობილიზება, მეტი ინფორმირებულობა და მთავრობის მხრიდან მეტი მომზადება, რომ გეომეტრიული პროგრესით არ წასულიყო დღეს არსებული ციფრები. კოვიდ შემთხვევები რა თქმა უნდა იქნებოდა, თუმცა არავინ ქმნის ილუზიას, რომ ინფიცირებულთა რიცხვი განულდებოდა ან სულ ერთ მაჩვენებელზე ჩამოვიდოდა. სწორედ, მოსალოდნელი შედეგისთვის იყო საჭირო მომზადება", — აცხადებს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ სწორი საინფორმაციო კამპანია და სპეციალური მომზადება რა თქმა უნდა, შეცვლიდა დღეს არსებულ შედეგს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები