მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა — სერგო ჩიხლაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას აფასებს და მიაჩნია, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
მისი სიტყვებით, ამ ფონზე, მისთვის უცნობია, რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად. ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია სახელმწიფო სტრატეგია Covid-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მთავრობას დღეს ამ მიმართულებით უფრო მეტი ჩავარდნაა აქვს, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია.
"როგორ უნდა ვენდოთ მთავრობას, რომელსაც არ წარმოუდგენია დეტალური გეგმა, რას ვაკეთებთ შემდეგ დღეებში, შემდეგ თვეებში. რა ნორმებს იმუშავებს სხვადასხვა სცენარისთვის? რას აპირებს მთავრობა გუშინ და დღეს დაკეტილ ასეულ ობიექტთან დაკავშირებით? რა მარაგები არსებობს ქვეყანაში დამცავი საშუალებების ან ტესტებთან დაკავშირებით? როგორ ფართოვდება დიაგნოსტიკური ქსელი, ლაბორატორიები? რატომ არ უხდის სახელმწიფო კლინიკებს და ლაბორატორიებს კუთვნილ ანაზღაურებას, მათ შორის კოვიდ კლინიკებს?" — აცხადებს ჩიხლაძე.
ის მთავრობისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან კითხვებზე პასუხების გაცემას საჯაროდ ითხოვს.
"კიდევ უფრო მეტი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, რა გააკეთა მთავრობამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ვირუსის ახალ "ტალღასთან" დასახვედრად, მით უმეტეს, რომ სეზონურ გრიპთან თანხვედრაში შესაძლოა საერთოდ უმართავი გახდეს სიტუაცია. მომზადების და შესაძლებლობების გაზრდის ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლები საწოლია მობილიზებული, ვიდრე ეს აპრილში იყო. დღემდე არ ვიცით, რა მარაგებია სამედიცინო აღჭურვილობასთან და სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, წამლების მარაგი რა მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მარაგი, გაიზარდა თუ არა თანამედროვე სტანდარტების მქონე ბოქსირებული პალატების რაოდენობა ქვეყანაში. კვლავ არაფერი გაკეთებულა საავადმყოფოების შიდა ინფექციების კონტროლის გასაუმჯობესებლად და პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებლად, რომ მარტივი და უსიმპტომო შემთხვევები იმართოს პირველადი ჯანდაცვის დონზე. არ მომზადებულა არც ერთი ახალი საინფორმაციო კამპანია ზაფხულის პერიოდში. კიდევ ბევრი კითხვა არსებობს და მოვუწოდებ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გავხსნათ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია", — აცხადებს ჩიხლაძე.
იგი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებებით მთავრობა ყოველდღიურად კარგავს საზოგადოების ნდობას და პროცესი საჯაროობას ითხოვს.
"სტრატეგია აღმაშენებელმა და გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ აპრილ-მაისის პერიოდში წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული ოთხი სხვადასხვა გეგმა, მთავრობამ არც ერთი არ გაითვალისწინა. ახლა კი, შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ, სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა. საბოლოო ჯამში, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა. მადლობა კიდევ ერთხელ ინფექციონისტებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ამ პირობებშიც თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ", — აცხადებს ჩიხლაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები