2019 წელს იმერეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში ხარჯები 10 მილიონი ლარით გაიზარდა — TI
ფოტო: CASEY CHIN
2019 წელს იმერეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირთა ხარჯები 10 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ახალ კვლევას აქვეყნებს.
TI-ის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2019 წლისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტების იურიდიულ პირებში გაიზარდა როგორც დასაქმებულთა, ასევე მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც და ჯამში 37 180 329 ლარი შეადგინა. მათი ცნობით, გამოკვლეული ინფორმაცია იმერეთის 10 მუნიციპალიტეტს ეხება.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1 470-ით გაიზარდა. მათი ცნობით, ჯამურად ყველაზე მეტი — 1 498 დასაქმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჰყავს, კერძოდ "გაერთიანებულ საბავშვო ბაღს".
რაც შეეხება იურიდულ პირთა რაოდენობას, ყველაზე მეტი, 24 სამტრედიის მუნიციპალიტეტს აქვს გაფორმებული. TI-ის ინფორმაციით, 2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე იურიდიული პირის გაერთიანებამ იურიდიული პირების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, იმერეთის ათ მუნიციპალიტეტში 2019 წელს იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე 8 701 060 ლარით მეტი დაიხარჯა და მან 32 923 150 ლარი შეადგინა. რაც შეეხება იურიდიულ პირებში დასაქმებულებზე გაცემულ პრემია/დანამატებს, იგი ბოლო სამი წლის განმავლობაში 478 163 ლარით გაიზარდა.
საერთაშრისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, როგორც ყველაზე მეტი სახელფასო თანხის, ასევე გაცემული პრემია/დანამატების ოდენობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ლიდერობს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პრემია სააღდგომო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიცა, ხოლო დანამატი — ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
რაც შეეხება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხარჯებს — აქ თერჯოლის და წყალტუბოს მერიების იურიდიული პირები ლიდერობენ. მათგან, თერჯოლის მერიის იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი — 534 648 ლარი აქვს ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ ცენტრს. წყალტუბოს მერიის იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი საავტომობილო ხარჯი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს ჰქონდა. 2019 წელისთვის ეს იურიდიული პირები გაერთიანდნენ და საავტომობილო ხარჯმა 475 895 ლარი შეადგინა.
TI-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ხარჯი ტელეკომუნიკაციაზე ხარაგაულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გასწიეს. მათგან ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ — 12 061 ლარი, ხოლო ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრმა 9 032 ლარი დახარჯა ინტერნეტ და სატელეფონი კომუნიკაციებზე.
ასევე, გასულ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებიდან ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ყველაზე მეტი, 9 072 ლარი დახარჯა ტელეკომუნიკაციაზე.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
TI მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობები ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების ნაკლებობას განიცდიან, ხარჯების მსგავსი მასშტაბური მატება მიზანშეუწონელია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მოსაზრებით, მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:
- შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი მიიღონ გარკვეული მომსახურებები ტენდერის გზით — ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს;
- გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში, მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები