Cuties-ის სკანდალის გამო, აშშ-ში Netflix-ის გამოწერები 8-ჯერ შემცირდა
ფოტო: Netflix
კვლევითი კომპანია YipitData-ს მონაცემებით, ფილმ Cuties-ში არასრულწლოვნების სექსუალიზების ბრალდებით დაწყებული კამპანიის გამო, აშშ-ში Netflix-ის გამოწერები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ნეტფლიქსის გამომწერთა რიცხვმა კლება 10 სექტემბერს დაიწყო — ფილმის გამოსვლის მომდევნო დღეს. ამავდროულად, ტვიტერის ტოპ-ტრენდებში ჰეშტეგი #CancelNetflix (გააუქმე ნეტფლიქსი) გამოჩნდა.
შაბათს, 12 სექტემბერს, ნეტფლიქსის გამოწერის გაუქმების რიცხვი აშშ-ში რვაჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე აგვისტოს თვეში გამოწერების საშუალო მაჩვენებელი. კამპანია #CancelNetflix სოციალურ მედიაში კვლავ ტოპ-ტრენდშია, ამიტომ, როგორც კვლევითი კომპანია ვარაუდობს, გამომწერთა რიცხვის შემცირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს.
მიუხედავად ამისა, უცნობია, რამდენად დიდი გავლენა ექნება ამ ფაქტს საბოლოო ჯამში ნეტფლიქსის გამომწერთა მონაცემებზე. მომხმარებლები, როგორც წესი, მუდმივად აუქმებენ ნეტფლიქსის და სხვა სერვისების გამოწერებს, ამდენად YipitData-ის მონაცემები მთლიანობაში, შესაძლოა, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდს ასახავდეს და არ წარმოაჩენდეს სრულ სურათს. ივნისის მიწურულის მონაცემებით, კომპანიას 193 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავდა მთელ მსოფლიოში, აქედან 25,9 მილიონი კი ახალი გამომწერია, რომელიც ნეტფლიქსმა 2020 წლის პირველ ნახევარში, მეტწილად სრული კარანტინის პერიოდში, მოაგროვა.
მიუხედავად მომხმარებლების ბოიკოტის კამპანიისა, კომპანიამ ფილმი Cuties, რომელიც ფრანგი კინორეჟისორის, მაიმუნა დუკურეს, ნამუშევარია, დაიცვა. ნეტფლიქსის თქმით, კინოსურათი ერთგვარი "სოციალური განაცხადია", თუ რა შედეგები, შესაძლოა, მოჰყვეს არასრულწლოვანი გოგოების სექსუალიზებას. მათ, ვინც ფილმს გმობს, კომპანიამ მისი ნახვისკენ მოუწოდა.
მომხმარებლების პროტესტი ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო, როცა ფილმის ტრეილერი გავრცელდა. ამ დროისთვის ნეტფლიქსის იუთუბ არხზე ატვირთულ ტრეილერს 54 ათასი მოწონების საპირწონედ 2 მილიონი "დისლაიქი" აქვს.
Cuties 11 წლის სენეგალელ გოგოზეა, რომელიც პარიზში ცხოვრობს და "თავისუფალი სულის ცეკვის ჯგუფს" (სახელად Cuties — საყვარლები) შეურთდება. ეს ქმედება მისი აღქმით, ერთგვარი პროტესტია მუსლიმი ოჯახის მჩაგვრელი ტრადიციების წინააღმდეგ. ფილმის პროტაგონისტი, ემი და საყვარლები ცეკვით არიან დაკავებულები, რომლებიც ხშირად სექსის სიმულირებას ახდენს. კინოსურათის კამერის ობიექტივში მოხვედრილია არასრუწლოვნების ინტიმური ადგილებიც. როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, მოზარდი პერსონაჟები აგრეთვე ჩნდებიან სხვადასხვაგვარ სექსუალურ სიტუაციებშიც. მაგალითად, ემი მის ზრდასრულ ბიძაშვილთან "გამომწვევად იქცევა", რათა ტელეფონის მოპარვის გამო არ დაისაჯოს.
დუკერეს თქმით, ფილმში ნაჩვენებია, თუ რატომ არის აუცილებელი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული "ბავშვების ჰიპესექსუალიზების" პრობლემა მთელ მსოფლიოში გადაიჭრას.
"ბავშვები უნდა დავიცვათ. მე მხოლოდ ის მსურს, ხალხს თვალი ავუხილო და პრობლემა დავანახო, რათა მისი გადაჭრა მოვახერხოთ", — ამბობს რეჟისორი.
ფილმი ნეტფლიქსზე გამოსვლისთანავე ერთ-ერთ ყველაზე ყურებად კინოდ იქცა. 15 სექტემბერს Cuties აშშ-ში ნეტფლიქსზე ყველაზე პოპულარული ფილმი იყო. რეიტინგი შედგენილია იმის მიხედვით, თუ რამდენი მომხმარებელი უყურებს ნამუშევარს ორ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
Cuties პრემიერა 2019 წლის სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან მსოფლიოს კინოდრამატული რეჟისურის ჯილდო მოიპოვა. პრემიერამდე ფილმის მსოფლიოში (საფრანგეთის გარდა) ჩვენების უფლებები მოიპოვა ნეტფლიქსმა. Cuties "TV-MA" კატეგორიას (ზრდასრული მაყურებლების) კატეგორიას მიეკუთვნება კინონამუშევარში გამოყენებული ლექსიკის გამო.
გასულ თვეში ნეტფლიქსი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ, რაც ფილმის პრომო- პოსტერი გავრცელდა, სადაც არასრულწლოვანი მსახიობები "გამომწვევ პოზაში" იყვნენ ნაჩვენები. მოგვიანებით კომპანიამ "შეუფერებელი ნამუშევრის" გამო მოიბოდიშა და განაცხადა, რომ იგი ფილმის შინაარსს არ წარმოაჩენდა.
"საკამათო სიტუაცია პრომო-პოსტერმა შექმნა", — ამბობს დუკურე, — "ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ფილმს უყუროთ და გაიაზროთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში მოკავშირეები ვართ".
ფილმის საწინააღმდეგო კამპანია შეთქმულების თეორიას უკავშირდება, რაც ცალსახად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. აშშ-ის რამდენიმე მემარჯვენე პოლიტიკოსმა კინონამუშევარი დაგმო. მათ შორის იყო სენატორი ტედ კრუზი, რომელმაც ფილმს "ბავშვების პორნოგრაფია" უწოდა და ქვეყნის იურიდიულ დეპარტამენტს მოუწოდა, შეესწავლა ნეტფლიქსის მიერ აშშ-ში მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი.
"ამგვარი სცენების ჩვენება და დისტრიბუცია დაუშვებელია — მიუხედავად ფილმის შემქმნელის რეპუტაციისა", — განაცხადა კრუზის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ თავად სენატორს ფილმი არ უნახავს.
ნეტფლიქსს ფილმის პლატფორმიდან წაშლისკენ მოუწოდა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომაც (CAIR). მათი თქმით, "აღმაშფოთებელია ფილმში ნაჩვენები ბავშვების სექსუალიზება და ისლამის და მუსლიმების შეურაცხყმყოფელი და სტერეოტიპული წარმოჩინება".
ფილმი ასევე დაგმო მშობელთა სატელევიზიო საბჭომ და ეროვნულმა ცენტრმა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ (NCOSE), რომელმაც ნეტფლიქსს მოუწოდა, ან ფილმში ნაჩვენები სცენები ამოეჭრა, ან მთლიანად აეღო კინოსურათი პლატფორმიდან.
"თუმცაღა დასაფასებელია რეჟისორ მაიმუნა დუკურეს მცდელობა, ინტერნეტსივრცესა და სოციალურ მედიაში არსებულ საფრთხეებზე ცნობიერება აამაღლოს, ვერ მოვიწონებთ ფილმში ასახულ არასრულწლოვანი მსახიობების ექსპლუატაციას", — ამბობს NCOSE-ს კორპორაციული და სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი, ლინა ნილონი, — "საჭირო არაა, მაყურებელმა ხანგრძლივი სცენები ნახოს, სადაც გოგოების სხეული ახლო კადრებითაა გადაღებული; ეს სექსუალიზების საფრთხეების შესახებ ცნობიერებას არ ამაღლებს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები