წინასაარჩევნოდ ზესტაფონში ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყეს და მიატოვეს — გიგი წერეთელი
ევროპული საქართველოს ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, ზესტაფონში წინასაარჩევნოდ დაწყებულ და შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ზესტაფონის ცენტრალური, აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა მალევე მიატოვა. წერეთლის თქმით, იგივე სიტუაციაა კვალითის დასახლებაშიც.
"წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გააქტიურებულია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა საარჩევნო პერიოდში ეს ბუნებრივია იწვევს ბევრ კითხვას. მაგრამ გაცილებით უარესია, როცა რაღაც იწყება და შემდეგ ეს არ კეთდება, რაც დამახასიათებელია ხელისუფლებისთვის. მაგალითისთვის, აღმაშენებლის ქუჩა არის გადათხრილი, დაიწყო სამუშაოები ცოტა ხნის წინ და დაახლოებით 10 დღეა არაფერი აღარ ხდება, არც აქ და იგივეა კვალითის დასახლებაშიც", — აცხადებს გიგი წერეთელი.
მისი თქმით, შეჩერებული სამუშაოები დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, შეზღუდულია მანქანებით მოძრაობა, ადამიანები სახლთან მისვლას ვერ ახერხებენ და აწუხებთ მტვერი. წერეთლის განცხადებით, გადაკეტილმა ცენტრალურმა ქუჩამ პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კომერციული ობიექტები, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
"თუ იწყება პროექტი ის უნდა გაგრძელდეს და დრო უნდა იყოს განსაზღვრული, როდის დასრულდება და რისთვის კეთდება. ამგვარი დაწყება და მიტოვება, რა თქმა უნდა, მანიშნებელია მხოლოდ იმისა, რომ ამას უნდა ჰქონდეს საარჩევნო ეფექტი, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. მე მგონია, რომ თუ დროულად არ დაიწყება სამუშაოები და არ დასრულდება, ეს ზესტაფონის მოსახლეობისთვის რთულად მისაღები იქნება, რადგან მათ ბევრ სირთულეს უქმნის", — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა.
ზესტაფონის ცენტრალური ქუჩისა და კვალითის დასახლების ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარამდეა. გიგი წერეთლის თქმით, როცა საქმე ამდენ მილიონიან პროექტს ეხება, კორუფციის რისკები ყოველთვის მაღალია. მისივე განცხადებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უგზოობა მწვავე პრობლემაა და ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტს არაეფექტურად ხარჯავს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები