"ოცნებასთან" დაახლოებულმა რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს დახმარებით პანდემიისას — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის მხრიდან "ფულის კეთების" სკანდალურ ფაქტებსა და სქემას აქვეყნებს და იმ ბიზნეს კომპანიებს ასახელებს, რომელთაც "დამსხვრეული ოცნებების" პარტია რეალურად ეხმარება.
ვაშაძე ასაჯაროვებს ჩამონათვალს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებით დახმარება მიიღეს.
"ჩვენ წარმოგიდგენთ მართლაც ძალიან სკანდალურ და შემზარავ თემას, რომელსაც პირობითად "გახარიასეული ფულის კეთების სქემა ჯიგრულ პონტში" დავარქვით. ეს არის მისი ტერმინები და სწორედ ამ ტერმინებით ვესაუბრებით მას. როცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ტურიზმი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა? რეალურად ვის ეხმარება საქართელოს ხელისუფლება?", — განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, წარადგენს იმ კორუფციული პროგრამის სქემას, რომელიც სწორედ მოქმედმა მთავრობამ დააანონსა, რომ თითქოს ისინი სულ მალე დაიწყებდნენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას სასტუმროს მეპატრონეებისთვის. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების იღბლიანთა 500 კომპანიის სიაში ზაქარია ქუცნაშვილი მოხვდა და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც დაფინანსებაზე უარი უთხრეს. ასევე ზურაბ ხაჩიძე, საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "გუდაური ლოჯი". მისივე თქმით, საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხის პროცენტი გიორგი გახარიამ დაუსუბსიდირა.
"რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს. მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა მათი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა — სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს.
ასევე საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "გუდაური ლოჯი". ანუ გამოდის რომ, საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხის პროცენტი სუბსიდირება მოახდინა ბატონმა გახარიამ. სია საკამოდ დიდია, მათ შორისაა, ალტიტუდი, სევსამორა, ყვარელი ედემი — რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული, მეგაპალასი, მეჯუდა, თეთრი ხიდი. ეს არის ის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდგომ ქართულ ოცნებას უზარმაზარი ფული შესწირეს. ფული, რომელიც უნდა წასულიყო იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ. მათ კი, მაგალითისთვის ყვარელი ედემმა 235000 ლარი, სევსამორამ კი 317 000 ლარი უკვე შესწირა ქართულ ოცნებას. ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენ ქართული ოცნების საარჩევნო ფონდში. მოლოდინი ნათელია — ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე ხმები მოისყიდოს. ეს არის მხოლოდ ნაწილი, ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, ჩვენი მხრიდან ანტიკორუფციული კვლევის შედეგებს. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას", —- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები