რასიზმის ასარიდებლად ოქსფორდის მუზეუმმა "დაჩიავებული თავები" გამოფენიდან აიღო
ფოტო: Pitt Rivers Museum
ოქსფორდის პიტ-რივერსის მუზეუმში რამდენიმე ცანცა — ე.წ. "დაჩიავებული თავები" — 80 წლის შემდეგ გამოფენიდან აიღეს. მართალია, ცანცები დამთვალიერებლებში ძალიან პოპულარული არტეფაქტები იყო, მაგრამ როდესაც 22 სექტემბერს მუზეუმი გაიხსნება, გაურკვეველი ვადით ისინი საჯაროდ ხილვისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
ცანცები ეკვადორისა და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივი მცხოვრებლების, შუარებისა და აჩუარების, შექმნილი იყო. შუარები და აჩუარები დახოცილი მტერი კაცების თავებს იღებდნენ და ინახავდნენ, რათა დაცემულ მოწინააღმდეგეთა სულებში არსებული ძალები მოეპოვებინათ.
1884 წლიდან 1936 წლამდე მუზეუმმა 12 ცანცა მოიპოვა. მათგან შვიდი ადამიანისაა (რომელთაგან მხოლოდ სამია მიჩნეული ავთენტურად, დანარჩენებზე კი ვარაუდობენ, რომ ისინი მორგიდან აღებული სხეულებისგან დამზადებული ყალბი ცანცებია), დანარჩენები კი — ზარმაცებისა და მაიმუნების.
ფოტო: Pitt Rivers Museum
მუზეუმის მთელ კატალოგს ეთიკური კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც თავები გამოფენიდან მოხსნეს. მუზეუმის აუდიტორიის კვლევის მიხედვით, მნახველებისთვის თავები ხშირად სხვა კულტურების "ველურობისა" და "პრიმიტიულობის" მაჩვენებელი იყო, რაც სერიოზულ რასისტულ სტერეოტიპებს აძლიერებდა.
პრესრელიზში მუზეუმმა თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
"მართალია, ზოგიერთი მნახველისთვის ისინი პოპულარული იყო, მაგრამ უმრავლესობას მუზეუმის მიერ ადამიანთა ნარჩენების ჩვენება რჩებოდა იმის დამოწმებად, რომ სხვა კულტურები 'ველური', 'პრიმიტიული' და 'შემზარავია', რის გამოც [ცანცების] გამოფენა არ შეესაბამებოდა მუზეუმის იმ ძირეულ ღირებულებას, რომ მნახველებს მისცემოდათ იმის საშუალება, უფრო ღრმად გაეაზრებინათ კაცობრიობის არსებობისა და შემეცნების გზები. ამის ნაცვლად ამან რასისტული სტერეოტიპები გააძლიერა".
არტეფაქტების მოშორებამდე შუარის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და ჰკითხეს, თუ როგორ სურდათ მათ საკუთარი კულტურის მუზეუმში წარმოჩენა. შუარის ადგილობრივმა ლიდერებმა, მიგელ პუვაინჩირმა და ფელიპე ცენკუშმა, თქვეს: "არ გვინდა, ჩვენზე ისე იფიქრონ, თითქოს მუზეუმში გამოფენილი, წიგნში აღწერილი ან ფილმში გადაღებული მკვდარი ხალხი ვართ... ჩვენმა წინაპრებმა ეს წმინდა ობიექტები ისე გადმოგვცეს, რომ შესაძლო შედეგები ბოლომდე არ გაუაზრებიათ".
მუზეუმში მანამდე გამოფენილი ცანცების დაბრუნების თხოვნა არ შესულა. პიტ-რივერსის მუზეუმში ცანცების გამოფენიდან მოშორება ინსტიტუციის დეკოლონიზაციის პროცესის ნაწილია. მუზეუმის გახსნამდე გამოფენიდან ადამიანთა სხვა ნარჩენებიც მოაშორეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები