დონალდ ტრამპს ყოფილი მოდელი, ემი დორისი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფოტო: Mitchel Worley/The Guardian
გაფრთხილება: მასალა შეიცავს ძალადობრივი სცენის დეტალებს.
ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ყოფილი მოდელი, ემი დორისი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მედია გამოცემა The Guardian წერს.
მედიის ცნობით, მოდელი აცხადებს, რომ ინციდენტი 1997 წლის 5 სექტემბერს, ჩოგბურთის ტურნირის გახსნაზე მოხდა. მაშინ ემი 24 წლის იყო. გამოცემის ექსკლუზიურ ინტერვიუში, მოდელი შემზარავ დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, მან ტრამპისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
"მან პირში ჩამიყო ენა. მას შემდეგ, რაც მე ხელის კვრით მისი თავიდან მოშორება ვცადე, ხელები მაგრად მომიჭირა და მთელს სხეულზე — მკერდზე, ზურგზე, ყველგან მეხებოდა. მის ხელებში ვიყავი და თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი", — იხსენებს ემი.
მოდელმა, მედია გამოცემას ფოტოები და ბილეთები მიაწოდა, რაც ამტკიცებს, რომ 1997 წელს ჩოგბურთის ტურნირზე რამდენიმე დღე ტრამპთან ერთად იმყოფებოდა. ამერიკის პრეზიდენტი მაშინ 51 წლის იყო.
ფოტო: Amy Dorris / The Guardian
დორისი იხსენებს, რომ 1997 წლის სექტემბერს ის ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან, ჯეისონ ბინთან ერთად იყო. 5 სექტემბერს ჯეისონმა ემი აშშ-ს პრეზიდენტის გასაცნობად, მანჰეტენში, Trump Tower-ში წაიყვანა. ემი ინტერვიუში ტრამპთან პირველ შეხვედრაზეც საუბრობს.
"ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ფიქრობს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვიყავი..", — განაცხადა ემიმ.
ემი ამბობს, რომ მოგვიანებით, ჩოგბურთის საყურებლად მათ ტრამპის მეგობრებიც შეუერთდნენ. მისი განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მან სააბაზანოთი სარგებლობა გადაწყვიტა. იქიდან გამოსვლის შემდეგ, მას გარეთ ტრამპი დახვდა.
"მაშინვე ვიფიქრე, იმიტომ მელოდებოდა, რომ სააბაზანოთი ესარგებლა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ყოფილა", — განაცხადა ემიმ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ის ტრამპს "არას" ეუბნებოდა, ის არ გაჩერდა. მოდელი ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, შენთვის არა უნდა ნიშნავდეს — არას.
"შოკში ვიყავი, თუმცა ყველაფერს ვერ ვაანალიზებდი. სხვების გარემოცვაში სწრაფად დაბრუნება და ლაპარაკის გაგრძელება მინდოდა", — განაცხადა ემიმ.
იგი ამბობს, რომ კარგად არ ახსოვს მოუყვა თუ არა თავის მეგობარ ბიჭს ინციდენტის დეტალები, თუმცა მას უთხრა — ტრამპისთვის ეთქვა, მისთვის თავი დაენებებინა. ტრამპის ადვოკატის თქმით, აღნიშნულს კაცი არ ადასტურებს და ამბობს, რომ ვერ იხსენებს, ემის მისთვის ტრამპის არასათანადო ხასიათის ქმედებების შესახებ მოეყოლოს.
ინტერვიუში მოდელი, ასევე, ჰყვება, რომ მომდევნო დღეებში, მართალია ტრამპს მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები პირდაპირ აღარ განუხროციელებია, იგი მაინც არ წყვეტდა ემის დევნას.
"როცა ვინმეს სივრცეში იჭრები, არა აქვს მნიშვნელობა გაგაუპატიურეს თუ არა, ეს სექსუალური ძალადობაა. შენ არ გაქვს უფლება ვინმეს შეეხო, მანამ სანამ მათ არ ენდომებათ ეს. მე კი არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ის შემხებოდა", — ამბობს ემი.
დონალდ ტრამპი, თავისი ადვოკატის მეშვეობით აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას ემი დორისის მიმართ შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი ან არასათანადო ხასიათის ქმედებები არასდროს განუხროციელებია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები