გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმიანება
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმიანება.
გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი. ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმის მაგივრად, ხელისუფლებას შეემცირებინა წნეხი მოქალაქეებზე, ბოლო წლებში მან გაზარდა გადასახადები, რამაც გააუარესა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
გიგა ბოკერიას თქმით, დღეს ამ კრიზისიდან მთავარი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და როგორც თავად ამბობს, ევროპული საქართველოს ხელკშეკრულებაში გაწერილია ყველა ის კონკრეტული გეგმა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან და წაიყვანს წინ.
"ის, რაც ხდება დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში ლარის მერყეობა, გაუფასურება, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის: გადასახადების აწევის, ბიუროკრატიის ზრდის, მავნებლური ინიციატივების, ამ უტიფრობის, როდესაც დღესაც გვეუბნება ივანიშვილი, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ივანიშვილის ხელსიფლებაში დატოვება არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან ეს ყველაფერი, დღეს, პანდემიის ფონზე, არის საციცოცხლო საფრთხის მატარებელი საშუალო კლასისთვის, განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის".
ბოკერია აღნიშნავს, რომ ივანიშვილის დამარცხებისთანავე აუცილებლია გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება და ამ მიმართულებით რეალური რეფორმების გატარება, რათა ეკონომიკა გამოცოცხლდეს ქვეყანაში ვალუტა შემოვიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და შემოსავალი გაიზარდოს.
"ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან", — ურთავს ევროპული საქართველოს ლიდერი, — "თუმცა აქვთ უტიფრობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ჩიხში შეიყვანა. ამრიგად, ეროვნული ბანკის ჩარევა არაფერს არ შეცვლის, რომც დროებით რამე დასტაბილურდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და იმ გეგმის განხორციელება, რაც აქვს ევროპულ საქართველოს, ანუ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. საჭიროა, გადასახადების დრამატული დაწევა და ეკონომიკის ამუშავება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას და შემოვიდეს ინვესტიციები. გარე ფაქტორები შეიძლება არსებობდეს, თუმცა ქვეყანას ჰყავს მთავრობა იმისთვის, რომ მათ ნაბიჯები თავად გადადგან. იმის მაგივრად, რომ მათ შეემცირებინათ გადასახადები, პირიქით გაზარდეს და ფუნდამენტურად უარი თქვეს წნეხის შემცირებაზე, მათ შორის განსაკუთრებული გაჭირვების, პანდემიის დროსაც".
"ამრიგად, თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება მდგომარეობა. ჩვენ ხელშეკრულებაში, სადაც კონკრეტული პუნქტებია ჩამოწერილი, აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ შევასრულებთ მათ და ქვეყანაში მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს", — აღნიშნავს გიგა ბოკერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები