რა ღირს სანტას გამოძახება თბილისში ახალ წელს
საახალწლოდ უამრავ ოჯახში სანტა კლაუსის როლს ოჯახის მოზრდილი წევრი ირგებს, უმეტესად ესენი არიან მამები, უფროსი ძმები, ბაბუები, ბიძები. ისინი სანტას ფორმაში გარდაიქმნებიან და ერთი მისია აქვთ - ისე გაახალისონ ბავშვები, რომ მათ უახლოესი ადამიანის ამოცნობა ვერ შეძლონ.
ზოგ ოჯახში სანტა ზუსტად იმ დროს ტოვებს საჩუქარს, როდესაც ბავშვებს არ სცალიათ, ან უბრალოდ სძინავთ და სანტები ასე რჩებიან ახალი წლის იდუმალ პერსონაჟებად.
ზოგ სახლში კი, ბავშვების გასახალისებლად სანტას იძახებენ.
რა ღირს სანტა კლაუსის, ელფისა და ფიფქიას გამოძახება თბილისში და რა პროგრამებს სთავაზობენ ისინი ოჯახებს - ამის გარკვევას On.ge რამდენიმე გასართობ ცენტრში ეცადა.
სანტა სერვისი
სანტა სერვისში (577 10 06 55) ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსის გამოძახება ღამის 9 და 10 საათისთვის 80 ლარი ღირს.
11 საათზე ფასი 100 ლარამდე იზრდება. თუმცა შუაღამის 1-ელი საათიდან საფასური ისევ 80 ლარამდე ჩამოიწევს.
10-დან 20 ლარამდე გაიზრდება მომსახურების საფასური, თუ სანტას გარეუბნიდან გამოიძახებენ.
როგორც სანტა სერვისში განგვიცხადეს, პროგრამაში განსაკუთრებული არაფერი შედის, მხოლოდ საჩუქრის გადაცემა და "ბავშვის გამხიარულება":
"ბავშვი რომ საჩუქარს დაინახავს, იმას სულ აღარ ენდომება სანტა".
სანტა, ელფები და ფიფქია გამოძახებით
გასართობ ცენტრში, სანტა კლაუსის გამოძახება (551 10 35 73) ახალი წლის ღამეს 60 ლარი ღირს. სერვისის ღირებულება 100 ლარამდე იზრდება, თუ მასთან ერთად ფიფქია და ელფებიც მოვლენ.
პროგრამა 30 წუთიანია და მასში შედის საჩუქრის გადაცემა, სიმღერა და გამოცანები. ასევე ლექსების მოყოლა, თუმცა ლექსს თვითონ ბავშვები მოუყვებიან სანტას.
დავითიანის სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა
კომპანია დავითიანში (577 46 44 65) გვითხრეს, რომ 31 დეკემბერს, შუადღის 2 საათიდან 6 საათამდე სანტა კლაუსის გამოძახება 50 ლარი ღირს, 6 საათიდან 8 საათამდე - 60 ლარი, ხოლო 8 საათიდან შუაღამის 2 საათამდე - 70 ლარი.
ქართული თოვლის ბაბუის გამოძახების შემთხვევაში, მომსახურების ფასი 10 ლარით იზრდება.
როგორც გვითხრეს, საახალწლო პროგრამაში შედის მილოცვა, დალოცვა, სურვილების ჩაფიქრება, საჩუქრის გადაცემა, გამოცანები, სიმღერა, ცეკვა, სურათების გადაღება და ა.შ.
ჩვენი სანტა
ჩვენს სანტაში (599 78 60 61) ახალი წლის დღეს თუ ღამეს მხოლოდ სანტა-კლაუსები იმუშავებენ. მათი მომსახურება 80 ლარი ღირს.
როგორც კომპანიაში გვითხრეს, მათ არ აქვთ გაწერილი პროგრამა, რადგან სანტა იმპროვიზირებულად მოქმედებს იმ 25 წუთის განმავლობაში, რასაც ის ბავშვთან დაყოფს:
"წინასწარ არ ვიცით როგორი ბავშვი დაგვხვდება და მიიღებს თუ არა ის ჩვენს სანტას, ასე რომ, პროგრამას ადგილზე ვიფიქრებთ".
თუ გსურთ, რომ სანტასთან ერთად ელფი გესტუმროთ, მაშინ სერვისის ღირებულებას 50 ლარი დაემატება.
ნაკადული
გასართობ ცენტრ ნაკადულში ფიფქიასა და სანტას, ან ელფის და სანტას ერთად გამოძახება 150 ლარი ღირს, თუმცა Swoop-ზე სერვისის ფასდაკლებით ყიდვაცაა შესაძლებელი.
მხოლოდ სანტას გამოძახება ამავე ფასდაკლებით 60 ლარად შეგეძლებათ. პროგრამის ხანგრძლივობა 20 წუთია.
სერვისის საფასური იზრდება ახალი წლის ღამეს 200 ლარამდე, თუმცა ფასდაკლებით 130 ლარამდე.
რიო
გასართობი ცენტრისგან, რიო, სანტას და ფიფქიას გამოძახება 150 ლარი ღირს, თუმცა 190 ლარის გადახდის შემთხვევაში, მათთან ერთად კიდევ ერთი ანიმაციური გმირის არჩევაც შეგიძლიათ შემდეგი პერსონაჟებიდან - პეპა, მინი და მიკი, ტომი და ჯერი.
საახალწლო პროგრამის ღირებულება 30 წუთია, სერვისის ფასდაკლებით შეძენა შეგიძლიათ Swoop-ზე.
Eventor
კომპანია ივენთორი სხვა ცენტრებისგან განსხვავებით ორიგინალურ გზას მიმართავს, მომხმარებლების განსხვავებულ გემოვნებაზე ზრუნავს და ქართული თოვლის ბაბუისა და სანტას გარდა გრინჩთან ერთად გამხიარულებულ ახალ წელსაც გთავაზობთ.
ხურჯინმოკიდებული თოვლის ბაბუა, ქართული ტკბილეულით, ჩოხითა და ნაბადით 90 ლარი ღირს, ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი გაბერილი ღიპითა და საფირმო ჰოუ-ჰოუ- ჰოუ სიცილით - 80 ლარი, ხოლო მავნე და მწვანე გრინჩი, ახალ წელს არა, მაგრამ 150 ლარს "მოგპარავთ".
Swoop-ზე ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლიათ ივენთორის სერვისები ფასდაკლებით მიიღოთ.
თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა 20-30 წუთია.
ნატვრის ხე
კომპანია ნატვრის ხე დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოგიგზავნით სანტა კლაუსს 20-30 წუთით, თუ 150 ლარს გადაიხდით.
"სანტა გესტუმრებათ თბილისის ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ დროს, მოგილოცავთ, გაგამხიარულებთ და ბედნიერ და მშვიდობიან წელს გისურვებთ" - აცხადებენ გასართობ ცენტრში.
აღნიშნული მომსახურების 67%-იანი ფასდაკლებით მიღება შესაძლებელია Swoop-სგან შეთავაზებული ვაუჩერის ყიდვის შემთხვევაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები