კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეებისთვის წნეხის სწრაფად დაწევაა — გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ლარის გაუფასურებასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს, რითაც შესაძლოა კრიზისის დაძლევა.
გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის მავნებლობა და უტიფრობა, რომ ისინი არ აპირებენ რაიმეს შეცლას და აცხადებენ, რომ იგივე პოლიტიკას გააგრძელებენ.
ბოკერია მთავრობას მოუწოდებს გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები, რათა შემცირდეს წნეხი მოსახლეობაზე:
- საშემოსავლო გადასახადის დაწევა;
- დამატებითი ღირებულების დაწევა;
- აქციზის გადასახადის დაწევა;
- საზღვრების გახსნა და რეგულარული ფრენების აღდგენა.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს ნაბიჯები დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს და ამის შედეგი დაეტყობა ყოველ მოქალაქეს, მათ შორის მეწარმეებს, საშუალო კლასს და გაჭირვებულ ადამიანებს.
"ივანიშვილის გუნდის მართველობის პირობებში ლარი გაუფასურდა ჯამში 1,65-დან 3,13 ლარამდე დოლართან მიმართებაში. მარტო ამ 9 თვის განმავლობაში რომ დავითვალოთ, მინიმუმმ 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა პირდაპირ იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ აღებული სესხი. მათთვის, ვისაც გადაუვადეს სესხები, ეს პრობლემა არ გამქრალა და ეხლა ისევ მწვავედ დგას საკითხი. ზოგადად, ამან დაარტყა ყველას, რადგან იმპორტირებულ საქონელზე ფასების ავარდნამ მყისიერად იმოქმედა საშუალო და გაჭირვებულ კლასზე. ეხლა მიდის მრავალი მოწოდება და სპეკულაცია, რომ გადავადდეს კიდევ სესხები, არის აგრესიული განცხადებები, რომ ეს ეხლავე უნდა მოხდეს, ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად როგორ მოიქცევიან ბანკები ან მთავრობასთან რა მოლაპარაკებები აქვთ მათ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ იმისათვის, რომ ყველას შეუმსუბუქოს ტვირთი მყისიერად და მისცეს შესაძლებლობა ბანკებს პროცენტებმა დაიწიოს და რეალური იყოს არამარტო ერთი თვით გადავადება იმ ხალხისათვის სესხების, რომელთაც ცუდი მდგომარეობა აქვთ, არამედ გრძელვადიანად ამ პრობლემის მოხსნა.
ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის და გადასახადების დაწევა. ჩვენ გვაქვს დათვლილი, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა მოხდეს როგორც საშემოსავლო გადასახადზე, ისე დღგ-ზე, ისე აქციზზე. შეგახსენებთ, რომ დღგ და საშემოსავლო გადასახადი პირდაპირ არის კავშირში იმ ხალხთან, ვინც ოფიციალურად დასაქმებულია, მათ შორის ბანკებს, ვისაც ამის შედეგად დარჩებათ მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადაავადონ სესხები დაბალ პროცენტში, ეს არ იქნება პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა. ასევე აქციზის გადასახადი, რომელსაც ირიბად იხდის ყველა მოქალაქე. საგულისხმოა ტურისტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებით გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები, როდესაც უსაფრთხო ქვეყნებიდანაც კი, როგორიცაა პოლონეთი, არ არის გახსნილი მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოში. ამით მთავრობა პირდაპირ ამცირებს დოლარის შემოსვლას ქვეყანაში, რაც არის უშუალო მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის. ეს ნაბიჯები გადასადგმელია სწრაფად, ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს ნაბიჯები გადადგას დღეს, რადგან მათი დამოკიდებულება არის უტიფარი თვითკმაყოფილება და ის, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. თუმცა ეს ცვლილებები არის აუცილებელი და თუ ამას ივანიშვილის მთავრობა ეხლავე არ გააკეთებს, რაც სამწუხაროდ შესაძლოა ესე მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს მყისიერად არჩევნებში მათი დამარცხების შემდეგ. ეს არის კონკრეტული გათვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს და არა რაიმე სადღეგრძელო, თუ რა უნდა გაკეთდეს, ეს არის ის ცვლილება, რასაც ევროპული საქართველო განვახორციელებთ და ამით ადამიანებს და მეწარმეებს შეუმსუბუქდებათ წნეხი", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები