ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კვირის ბოლომდე დაასახელებს
ფოტო: AP
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კვირის ბოლომდე დაასახელებს. ამასთან მან მიმართა, სენატს, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაამტკიცონ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი 19 სექტემბერს გარდაიცვალა. მან უზენაეს სასამართლოში 27 წელი იმსახურა და ცნობილი იყო, როგორც გამორჩეული ლიბერალი და ფემინისტი. ის მეორე ქალი მოსამართლე იყო უზენაესში და პირველი ქალი იქნება აშშ-ს ისტორიაში, ვისაც კაპიტოლიუმში დაასვენებენ.
ის კრიტიკულად იყო განწყობილი ტრამპის პოლიტიკის მიმართ. ასევე ამბობდა, რომ არ სურდა გარდაცვალება მანამ, სანამ ტრამპი იყო პრეზიდენტი, რათა მას თავისუფალი ადგილის შევსების საშუალება არ ჰქონოდა.
მოსამართლის კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს, შემდეგ კი სენატი ამტკიცებს. არჩეული პირი კი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე იკავებს ან მანამ, სანამ საკუთარი სურვილით არ გადადგება. პირველ საპრეზიდენტო ვადაშივე ტრამპმა უკვე შეძლო მოსამართლეობის ორი კანდიდატის წარდგენა.
ტრამპის ოპონენტები და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატურა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა წარადგინონ. ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ ტრამპი კიდევ ერთ კანდიდატურას წარადგენს, სასამართლოში კონსერვატიული ფრთა გაძლიერდება.
როგორც BBC წერს, 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის იდეოლოგიურ ბალანსს გადამწყვეტი როლი აქვს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საკითხების განხილვისას.
ტრამპის სურვილი კვირის ბოლომდე დაასახელოს კანდიდატი დემოკრატიულ პარტიაში გააკრიტიკეს. მისმა მთავარმა ოპონენტმა არჩევნებში, ჯო ბაიდენმა კი ამას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება უწოდა.
ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატურის წარდგენა მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა.
"ჩვენ ხუთ არაჩვეულებრივ იურისტს განვიხილავთ... ქალებს, რომლებიც ყველა მხრივ გამორჩეულები არიან. ვგულისხმობ, რომ [მოსამართლეობა] ნებისმიერ მათგანს შეუძლია და [კანდიდატურას] პარასკევს ან შაბათს დავასახელებთ", — განაცხადა ტრამპმა.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკვე შეხვდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ემი კონი ბარეტს, რომელსაც აბორტის მოწინააღმდეგე კონსერვატორები უჭერენ მხარს.
სენატში უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელმა დადო პირობა, რომ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უყრიან კენჭს. დემოკრატებმა იგი თვალთმაქცობაში დაადანაშაულეს.
2016 წელს მოსამართლე ენტონი სალიას გარდაცვალების შემდეგ მაკკონელმა უარი თქვა კენჭისყრის ჩატარებაზე, რათა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატურა დაემტკიცებინათ. ობამამ მერიკ გარლანდის კანდიდატურა ჯერ კიდევ თებერვალში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე წარადგინა, თუმცა მაკკონელი ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არჩევნების წელს არ უნდა ინიშნებოდეს.
რესპუბლიკელების ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობს, თუმცა მცირე ნაწილი აცხადებს, რომ კანდიდატურის წარდგენას არ ეთანხმება.
მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელები 3 ნოემბერს დაკარგავენ თუ არა უმრავლესობას, კონგრესის ახალი შემადგენლობა ძალაში 3 იანვარს შევა. მანამდე კი სენატს საშუალება ექნება ტრამპის კანდიდატურა დაამტკიცოს. თუ კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე ვერ მოხერხდა, პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვალდებულია ახალი კანდიდატურა წარადგინოს.
კანდიდატურის წარდგენიდან მის განხილვამდე და დამტკიცებამდე რამდენიმე თვე გადის, თუმცა რომელიმე კონკრეტული ვადა არ არსებობს. ბოლოს როცა სენატმა კანდიდატურა სწრაფად, 42 დღეში განიხილა, 1993 წელს სწორედ რუთ ბეიდერ გინსბურგი იყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები