აშშ-ის სკოლაში LGBTQ დროშის აკრძალვა მასწავლებელმა ორიგინალურად გააპროტესტა
ფოტო: Jennifer Leja
ნევადას შტატის ერთ-ერთი ქალაქის სკოლის მასწავლებელმა, ჯენიფერ ლეიამ, ჩუმად და ორიგინალური ფორმით გააპროტესტა სკოლის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლებს საკლასო ოთახში ეკრძალებათ პოლიტიკური განცხადების გაკეთება — მათ შორის ცისარტყელის დროშის განთავსება.
აკრძალვის შეტყობის შემდეგ მასწავლებელს ბევრი არ უყოყმანია და, როგორც ბელარუსებმა ეროვნული დროშის აკრძალვის კვალდაკვალ მის წარმოსაჩენად ალტერნატიული გზა მოძებნეს, ლეიაც შეეცადა ორიგინალური ფორმით შეექმნა ექვსფერიანი დროშა, რომელიც ლგბტქ თემის სიამაყის სიმბოლოა.
ახლა ახალგაზრდა მასწავლებლის საკლასო ოთახში სხვადასხვა ნივთს შეხვდებით, რომელზეც ცისარტყელაა გამოსახული. ლეია, რომელიც თავად ბისექსუალია, დროშას თავისი იდენტობის გამოხატვის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ მხრივ იგი საკუთარ მხარდაჭერასაც გამოხატავს იმ მოსწავლეების მიმართ, რომელთაც იდენტობასთან დაკავშირებული კითხვები აქვთ.
ჯენიფერ ლეია, რომელიც მეშვიდე და მერვე კლასებს ასწავლის, საკუთარ სკოლაში ერთადერთი ღიად ლგბტქ მასწავლებელია.
"ძირითადად, მეშვიდე და მერვე კლასელებთან მაქვს შეხება, რომლებიც ამ ასაკში იწყებენ საკუთარი თავის შეცნობას", — ამბობს ლეია.
ლეიას კლასში ყოველთვის ჰქონდა ექვსფერიანი დროშა და ცისარტყელის ფერებიანი სხვადასხვაგვარი ხარახურა, რომელიც მოსწავლეებმა მასწავლებლობის ხუთი წლის განმავლობაში აჩუქეს. თუმცა, სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით, წელს დროშის საკლასო ოთახში განთავსება აიკრძალა.
გადაწყვეტილების თანახმად სასკოლო საათების განმავლობაში იკრძალება "პარტიზანული პოლიტიკური აქტივობები". აკრძალვა მოიაზრებს "ნებისმიერი ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის ან, შესაძლოა, გახდეს პოლიტიკური".
ფოტო: Jennifer Leja
როცა ლეიამ აკრძალვის შესახებ შეიტყო, იგი ადვოკარტ ენდრიუ კოდილს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მოიაზრებდა ეს ლგბტქ თემატიკასაც. მაგალითისთვის, ლეია დაინტერესდა, შეეძლო თუ არა ცისარტყელის გამოყენება კლასში ან იმის ხსენება, რომ მას ახლა პარტნიორი გოგო ჰყავს.
შეკითხვის პასუხად კოდილის გაგზავნილ იმეილში აღნიშნულია, რომ აკრძალვა ლგბტქ თემატიკასაც მოიაზრებს.
"სასამართლო სისტემაში ლგბტქ საკითხები პოლიტიკურ ჭრილში განიხილება და ამდენად, ცისარტყელის დროშა პოლიტიკურ განაცხადად მოიაზრება. ამიტომ, აკრძალვის შემთხვევაში, დაუშვებელია მისი გამოსახვა თუნდაც სამოსზე ან სხვაგვარად, ასევე დროშის განთავსება საკლასო ოთახში", — წერია კოდილის იმეილში.
ამასთან, ადვოკატმა დასძინა, რომ ლეიას კვლავ შეუძლია ისაუბროს საკუთარ იდენტობასა და პარტნიორზე.
"ეს აკრძალვა თქვენზე არ ვრცელდება, იგი მხოლოდ ვიზუალური მასალით გამოხატვას ეხება", — აცხადებს კოდილი.
თუმცა, ლეიასთვის ცისარტყელის დროშა საკუთარი თავის გამოხატვის ნაწილია.
"პრობლემა ისაა, რომ, არ მგონია, ჩემი არსებობა და იდენტობა პოლიტიკური განაცხადი იყოს", — ამბობს ახალგაზრდა მასწავლებელი, — "ვფიქრობ, ცისარტყელის დროშა ზუსტად ისევეა ჩემი იდენტობის ნაწილი, როგორც სხვა ნებისმიერი ნიშან-თვისება. ყველა შტატში კანონიერია ქორწინების თანასწორობა. ამ ქვეყანაში ამჟამად ლგბტქ ადამიანების არსებობაც კანონიერია, ამიტომ, ვერ ვხვდები, როგორ არის ეს პოლიტიკური განაცხადი".
მისივე თქმით, ეს მხოლოდ მას არ ეხება. ლეია ამბობს, რომ იგი იმ მოსწავლეებისთვისაც საჭიროა, ვისაც საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებული შეკითხვები აქვს.
"ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან არაერთი მოსწავლე ცხოვრებას საკუთარი თავის დამალვაში ატარებს, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, როცა ისინი საკუთარი თავის შეცნობას იწყებენ", — აცხადებს ლეია, — "ისინი იმ ასაკში იმყოფებიან, როცა არ იციან, ვინ არიან და რა სურთ".
მაგალითისთვის, მასწავლებელი ამბობს, რომ წელს მას ტრანსგენდერი მოსწავლე ჰყავს, ლეიას კი სურს, რომ მოსწავლემ საკლასო ოთახში მხარდაჭერა იგრძნოს. ამასთან, აკრძალვა არ ვრცელდება მოსწავლეებზე, რომელთაც კვლავ შეუძლიათ სხვადასხვა გზით "პოლიტიკური განაცხადის გაკეთება".
ლეიამ TikTok-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მის საკლასო ოთახში არსებული ცისარტყელის ფერებიანი ნივთები ჩანს. ეს, მისი თქმით, ერთგვარი პროტესტია აკრძალვის წინააღმდეგ.
"ეს ყველაფერი ჩემი მასწავლებლობის პირველივე წელს დაიწყო, როცა მხოლოდ ერთი ცისარტყელის დროშა მოვიტანე. თუმცა ახლა აქ არსებული ნივთების უმეტესობა ჩემი მოსწავლეების ნაჩუქარია", — აცხადებს ლეია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები