ხელს უწყობს პოლარიზაციას, რომელიც ისედაც დიდი პრობლემაა — ბაქრაძე ენმ-ის მიერ ერთიანი სიის შეთავაზებაზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ენმ-ის მიერ ერთიანი სიის შემოთავაზებაზე საუბრობს.
დავით ბაქრაძის თქმით, მითიური სიებისა და თანამდებობების შემოთავაზება ხელს უწყობს იმ პოლარიზაციას, რომელიც დღეს ისედაც დიდი პრობლემაა. ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, მრავალპარტიული მართვა, ხოლო ეს შემოთავაზება ამის საწინააღმდეგო იყო.
დავით ბაქრაძის თმით, მთავარი პრობლემა არის ის, თუ რატომ არ დათანხმდა ენმ საერთო კანდიდატებს და რატომ აირჩია ვიწრო პარტიული გზა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მას სჯერა, რომ ოპოზიცია ერთიანად ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და საქართველოს ეყოლება მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა.
"ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე უარყოფითი შეფასება მოყვა ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ერთიანი სია ნიშნავს ხელშეწყობას იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს ისედაც პრობლემაა საქართველოში და ნიშნავს დაფრთხობას ყველა იმ ამომრჩევლის, ვისაც არ უნდა არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი და ვინც ეძებს ქვეყანაში მრავალფეროვან არჩევანს. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა და უნდა იყოს მრავალპარტიული მთავრობა, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთიანი სია და ჩვენი პოზიცია ამ შეთავაზებაზე იყო მკაფიოდ უარყოფითი.
რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი, არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებები მოტანა 4 მილიონი ქართველისათვის, რომელიც დღეს არის კრიზისულ და უმძიმეს მდგომარეობაში", — განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, პარტიაშიც არ ასახელებენ პრემიერობის კანდიდატს, რადგან მათი პოლიტიკა მორგებულია არა პიროვნებებზე, არამედ მთლიანად ხალხზე. მისივე თქმით, ამიტომ, გამორიცხულია და ვერ ექნებოდათ ასეთი ტიპის რაიმე მოლაპარაკება ნაციონალურ მოძრაობასთან.
"მთლიანობაში, მთელი ეს საკითხი და ამ თემის წამოჭრა ემსახურება იმ ამოცანას, რომ გადაიფაროს მთავარი პრობლემა, რატომ არ დათანხმდა ენმ ერთიან მაჟორიტარების კანდიდატებს, იმიტომ, რომ ერთიანი კანდიდატები რეგიონებში იქნებოდა გარანტირებული გზა პირველივე ტურში დაგვემარცხებინა ქართული ოცნება. სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია ვიწრო პარტიული გზა, ერთპარტიული გამარჯვების სტრატეგია, უარი თქვა ამ შეთანმებაზე და მეტიც, თბილისში მიღწეული შეთანხმება ჩაშალა ისანში. ამიტომ, მთავარი პრობლემა დღეს გახლავთ სწორედ ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები და არა რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებსა და სკამებზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, ერთიანად ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც უკაშირდება თბილისში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდაჭერას და ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ღერძი მომავალი კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის, სადაც წარმოდგებილი იქნება ყველა ოპოზიცური პარტია", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები